logo_geo
ამირან სალუქვაძე: თუ ჰგონიათ, ამ ჩანაწერით ,,იმედს” დააზიანებენ, ეშლებათ – ხალხის თვალში პირიქით, უფრო პოპულარულები გახდებიან
- +

11 ოქტომბერი. 2020. 01:43

 

 

თუ ჰგონიათ, ამ ჩანაწერით ,,იმედს” დააზიანებენ, ეშლებათ. ხალხის თვალში პირიქით, უფრო პოპულარულები გახდებიან“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ამირან სალუქვაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს.

მისი თქმით, იგივეს აკეთებს რამდენიმე ოპოზიციური ტელეკომპანია, მაგრამ ე.წ. ქარტიას გართულება არ აქვს.

გავარჩიოთ ფარული აუდიო ჩანაწერის თემა.

ნაცმოძრაობის “ჰოლდინგში” შემავალი ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უჩივის მედიაჰოლდინგ ,,იმედის” მენეჯერს.

ე.წ. ქარტიისთვის მაღალი მორალური სტანდარტია, როცა ჩართული აუდიოჩამწერით ჟურნალისტი სასაუბროდ შედის, კეკლუცობს, იცის, რომ იწერს და გულუბრყვილო კითხვებს სვამს, თავი მოაქვს, თითქოს რაღაც არ ესმის, შემდეგ ეს ჩანაწერი სადღაც მიაქვს.

რას ეუბნება ლალიაშვილი? უხსნის ჰოლდინგის სარედაქციო პოლიტიკას, რასაც აკეთებს მსოფლიოს ყველა მედია საშუალება. ადრე ენმ-ის მიერ დარბეული მედიის მენეჯერი ეუბნება ჟურნალისტს, რომ ჩვენ შევებრძოლებით მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში.

იგივეს აკეთებს რამდენიმე ოპოზიციური ტვ, მაგრამ ე.წ. ქარტიას გართულება არ აქვს.

თუ არ დაიზარებთ და მოუსმენთ ჩანაწერს (იხ.ბმული https://mtavarivod.mtavari.tv/iframea.php?vid=13622&autoplay=1&muted=0), მოისმენთ შემდეგს:

სიუჟეტი 1.

ნ.ლ. გვებრძვიან ფეიკებით. ჩვენ უნდა გავაბათილოთ.

ჟ. ხომ არ სჯობს შეცდომები აღვკვეთოთ?

შეფასება:

როცა გებრძვიან სიცრუეებით, როგორ უნდა აღკვეთო შეცდომების არდაშვებით? ხომ არ ავალებს ლალიაშვილი სიცრუე თქვიო? ეუბნება გამიბათილე სიცრუე. რა არის ამაში მიუღებელი?

 

სიუჟეტი 2.

 

ჟ. მე ვიცი ეკონომიკის გაშუქება და ვაშუქებ.

ნ.ლ. როდესაც ნიკა გვარამია ამოტრიალებულ ციფრებს აშუქებს…

ჟ. ჩვენ ორთავეს ვაშუქებთ და ესაა სხვაობა ჩვენს შორის…

ნ.ლ. მერე ვინ გეუბნება რომ ცუდი არ გააშუქოო.

შეფასება:

ამ ნაწილშიც ჩანს, რომ ლალიაშვილი არ ეუბნება მხოლოდ კარგი გააშუქე, ან ცუდი არ გააშუქოო.

 

სიუჟეტი 3.

ნ.ლ. თუ ჩვენ არ დავდექით, ნაცმოძრაობა მთავარი არხის მეშვეობით ბრუნდება.

ჟ. იქნებ მთავრიბის შეცდომებით ბრუნდება?

ნ.ლ. ეგეც…

შეფასება:

აქაც ჩანს, რომ არც მთავრობის შეცდომებს უარყოფს. შემდეგ ეუბნება, რომ სარედაქციო თავისუფლება ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს. სიცრუეა?

 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფიქრობს, რომ ე.წ. ,,მთავარი არხის”, ტვ ,,პირველის”, ,,ფორმულას” და სხვების სარედაქციო პოლიტიკა თავისუფალია დამკვეთების მიზნებისგან და არ ემსახურებიან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს?

დღეს ერთ-ერთმა მათგანმა ზუსტად 5 წამით რომ მალაპარაკა, ესაა ჟურნალისტიკა და თავისიფლება? ან ეს იყო სიუჟეტის მომზადების პროფესიონალიზმი, როცა უპილოტოზე ისაუბრეს და ჩემი ინტერვიუდან რაკეტაზე საუბრის ნაწილი აჩვენეს?

ან იქნებ ისაა სარედაქციო თავისუფლება ზემოთ ჩამოთვლილ ტელევიზიებთან ერთად, იგივე მაესტრო, იგივე საზოგადოებრივი მაუწყებელი თვეების და წლების მანძილზე ჩემს ვინაობას რომ ივიწყებენ?

მე ისე მჭირდება თქვენთან თანამშრომლობა, როგორც მთვარეზე გაფრენა, უბრალოდ თქვენს თავისუფლებაზე მიგანიშნებთ.

,,იმედი” აცხადებს, რომ სანამ რევანშის საშიშროებაა და ჩემი დამრბევი ძალა, ვინც ჩამომართვა ქონება, იბრძვის დასაბრუნებლად, ჩვენ, მთელი ,,იმედის” გუნდი ვიქნებით მხარე.

შენ რომ ჟურნალისტი ხარ, გინდა იმუშავე, არ გინდა წადი.

თანაც რას გთხოვენ და რის ნებართვას გაძლევენ:

გთხოვენ გააბათილო სიცრუე, თუ ეს სიცრუეა;

ნებას გაძლევენ გააშუქო ცუდი, თუ ეს ცუდია;

ამავე დროს გთხოვენ გააშუქო კარგიც, რასაც არ აკეთებ, იმიტომ რომ შენც იმათი ხარ, ვისაც არხი ებრძვის.

ეკონომიკის გაშუქება ვიციო, ჟურნალისტი ამბობს, ხალხი კი ჩემგან იგებს რამდენი საწარმო გაიხსნა გაიხსნა ქვეყანაში. თქვრნნაირი მიკერძოებული ჟურნალისტები და პარტიის საჯდომს ქვეშ ამოდებული ქარტია რომ არ იყოს, ხალხი ნეგატივზე არ იქნებოდა შემჯდარი და ეცოდინებოდათ რა კეთდება ქვეყანაში, მხოლოდ მკვლელობებს რომ აშუქებთ.

დღე და ღამე სიცრუეებს რომ აშუქებთ, ოპომედიას მოგმართავთ, ხალხი სიმართლესაც აღარ იჯერებს, რითაც სარგებლობენ ზოგიერთი ჩინოვნიკები.

,,იმედი” ჩემგან სულაც არ იმსახურებს ამ პოსტს. ბოლო 1-2 წლის მანძილზე გაცილებით იშვიათად ვარ ,,იმედზე”, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებში, ვიდრე მანამდე.

თუმცა, როგორც დავწერე, სულაც არ მადარდებს ჩამწერენ თუ არა. ხალხთან სასაუბროდ სოციალური ქსელიც მყოფნის, რომლის შესაძლებლობებს სანახევროდაც არ ვიყენებ.

უბრალოდ, სიმართლე უნდა ითქვას და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ვიმეორებ, მოისმინოს აუდიო ჩანაწერი.

 

კიდევ ერთი. თუ ჰგონიათ ამ ჩანაწერით ,,იმედს” დააზიანებენ, ეშლებათ. ხალხის თვალში პირიქით, უფრო პოპულარულები გახდებიან ორი მიზეზით:

  1. ფარული ჩაწერა პლინტუსის დონეა;
  2. ნაცმოძრაობას ვებრძვიო, ამაზეა საუბარი და არ მგონია ხალხი ამის გამო განაწყენდეს.

არ გყავთ შკლიაროვი წინასაარჩევნოდ და დაგეტყოთ წელს,”- წერს ამირან სალუქვაძე.

 

ცნობისთვის, ჩანაწერი, რომლის მთავარი ფიგურანტი ,,იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილია, რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს და იმედის” ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანია მაესტროს” ერთი-ერთი გადაცემის განხილვას ეხება.

ნიკა ლალიაშვილის ეს ჩანაწერები ახლა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფიციალურ ვებ გვერდზე დევს და სწორედ ამ ჩანაწერების საფუძველზე დადგინდა, რომ ნიკა ლალიაშვილმა დაარღვია ქარტიის მეორე მუხლი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.

 

 

big_banner
არქივი