logo_geo
ამირან სალუქვაძე: მინდა გაგაფრთხილოთ ყველა...
- +

12 ოქტომბერი. 2020. 19:39

 

 

ექსპერტი სამხედო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება დავით გარეჯის საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებს:

 

მინდა გაგაფრთხილოთ ყველა: დავით გარეჯის თემა არის ის თემა, რომელიც ყელში გაეჩხირება, რომელიც შერაცხვენს პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, სხვებს, ყველას, რომლებიც ამ საკითხში არაკეთილსინდისიერ და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებენ!

ეს ეხება გადაცემების მიკერძოებულად წაყვანასაც, როცა არ ასაუბრებენ რესპოდენტს მთავარი სათქმელის გადაფარვის მიზნით, როცა სვამენ გულუბრყვილო კითხვებს, თითქოს არ არიან სპეციალისტები და ვერ შევლენ სიღრმეში.

 

ამ დროს საუბარია მარტივ რამეზე: გეუბნებიან, რომ ნორმალური რუკის ნაცვლად იყენებდნენ კალკას, რომლის გამოყენება არ შეიძლება. იმის ნაცვლად, რომ ეს კარგად გააგებინონ მაყურებელს, პირიქით გადაფარვას ცდილობენ.

 

ასევე იკატუნებენ თავს და ცდილობენ არ გააგებინონ მოსახლეობას, რომ გარკვეულ მონაკვეთზე კომისიების შეთანხმება იძლევა საფუძველს დაიკავონ ის კონკრეტული მონაკვეთი. მესაზღვრეები ხომ სსრკ-დაშლიდან დღემდე სომხეთის და რუსეთის მთლიან და აზერბაიჯანის საზღვრის 1/3-ზე დემარკაცია-დელიმიტაციის გარეშე დგანან, ისევე როგორც აზერბაიჯანის 2/3-ზე მხოლოდ კომისიების შეთანხმება არსებობს.

 

ყველა ყველაფერს ხედავს, ხოლო ინტერნეტი ყველაფერს ინახავს“, - წერს სალუქვაძე.

 

 

big_banner
არქივი