logo_geo
ედიშერ გვენეტაძე: „ნაცები“ და „ევრონაცები“ ყოველგვარ ანტიქართულად და ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ სუბიექტებს აფეტიშებენ
- +

12 ოქტომბერი. 2020. 20:15

 

 

ვინმეს ხომ არ გონია, რომ მე ვერ ვხედავდი და ვხედავ ხელისუფლების შეცდომებს, ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ მე ვინმეს გუნდრუკვუკმევ?! არა!, სანამ ძირითად ოპოზიციაში ნაცევრონაცები და მისი ანასხლეტები იქნებიან მე არ გავაკრიტიკებ ამ ხელისუფლებას! - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

რატომ? იმიტომ რომ ნაც-ევრონაც-ნეოტროცკისტებს არ გავასუქებ!

ვინაიდან ესენი ჩემი სამშობლოს - საქართველოს იდეური და მოქმედებითი მტრები არიან!

იმიტომ რომ ამათი მიზანია იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო ჰქვია ეთნიკური "ქართველის" უმცირესობაში მოქცევა!

იმიტომ რომ, ამ ღვთის მგმობელებს სურთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაქრობა ქრისტიანული სივრციდან!

იმიტომ რომ, მათ სურთ ქართული ტრადიციების იავარქმნა!

იმიტომ რომ ამ ფულით გამანქურთებულებს არ სურთ საქართველოში იყოს ქართული ენა პრიორიტეტული!

იმიტომ რომ, ყოველგვარ ანტიქართულად და ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ და მოაზროვნე სუბიექტებს აფეტიშებენ და გვერდში უდგანან!

ამიტომაც თქვენი პოლიტიკიდან გაქრობის და ქვეყნის მოყვარე ოპოზიციის ჩამოყალიბებამდე, მუდამ ვიქნები ამ ხელისუფლების მხარდამჭერი სიტყვით და საქმით! ხოლო ნაცევრონაცებისა და მათი ანასხლეტი ე.წ. პარტიების ანუ ნეოტროცკისტების პოლიტიკიდან გადაშენების თავგადადებული მომხრე და რაც შემეძლება საქმის მკეთებელი!“,- წერს გვენეტაძე.

 

 

big_banner
არქივი