logo_geo
სოსო მანჯავიძე: გადავწყვიტეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ ე.წ. პარტიის - „ნაცმოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით
- +

12 ოქტომბერი. 2020. 23:22

 

 

არასამთავრობო ორგანიზაციადავასრულოთ“ ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოსო მანჯავიძე წერს.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს განიხილოს სარჩელში მოყვანილი ფაქტების ორგანული კანონის 36-მუხლთან შესაბამისობის საკითხი. სარჩელს გავასაჯაროებთ, რათა ყველას ქონდეს იქ მოყვანილ ფაქტებთან წვდომა და საშუალება მხარი დაუჭიროს სარჩელს ხელმოწერებით, რისთვისაც მას მივცემთ პეტიციის ფორმას. ცხადია, რომ სარჩელს ვთარგმნით და მივაწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს. ეს მარაზმი ქვეყანაში ერთად უნდა დავასრულოთ!“, - წერს მანჯავიძე.

 

 

მეგობრებო, აი რა წერია საქართველოს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ.

 

თავი IV

 

პარტიის საქმიანობის შეწყვეტა

 

მუხლი 35

 

პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

მუხლი 36

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

 

როგორც ხედავთ, ეს მუხლი თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ არის დაწერილი“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

big_banner
არქივი