logo_geo
ნიკა გვარამია „ევროპულ საქართველოს“: 2012 წლამდე იყო ეგ, ნამდვილად... გაასწორეთ შეცდომა, თუ შეიძლება
- +

28 მარტი. 2017. 18:39




„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელის მეშვეობით „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრებს მიმართავს:


„დიდი მადლობა, მეგობრებო, მაგრამ ამ პროცესის დაწყებაში, სხვა ბევრთან ერთად, მთავრობის წევრი ნიკა გვარამიაც მონაწილეობდა და 2012 წლამდე იყო ეგ, ნამდვილად.

 

გაასწორეთ შეცდომა, თუ შეიძლება", - წერს ნიკა გვარამია.

 

ცნობისთვის, „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" საქართველოს მოქალაქეებს ვიზა-ლიბერალიზაციას ულოცავს. მილოცვაში კი ნათქვამია, რომ აღნიშნული პროცესი 2012 წელს დაიწყო.

 


big_banner
არქივი