logo_geo
ზურა ბალანჩივაძე: კორონასთან საბრძოლველად, კარგ ექიმებთან და იმუნიტეტთან ერთად, რკინის ნერვებიც საჭიროა
- +

14 ოქტომბერი. 2020. 01:05

 

 

 

კორონასთან საბრძოლველად, კარგ ექიმებსა და იმუნიტეტთან ერთად, რკინის ნერვებიც საჭიროა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი ზურა ბალანჩივაძე, რომელიც ძმასთან ერთად, კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული, სოციალურ ქსელში წერს.

 

,,დღე 13.

 

ვიცი, დავაგვიანე, უბრალოდ, ანალიზებს ველოდებოდი... ამასობაში კორონას სახეც გავხდი. იმედის დილა / Imedis Dila-ის და ტელევიზიის გუნდმა იზრუნა ამაზე.

 

თავიდანვე ვამბობდი, რომ ყველაზე დიდი წილი, ამ ვირუსის გადატანის პროცესში ნერვების ომია და ასეცაა: მე-9 დღეა ერთსა და იმავე ოთახში ვართ გამოკეტილი.

 

დილას-შუადღეზე-საღამოს წნევისა და სიცხის გაზომვა, წამლები და ხანდახან სისხლის ანალიზი.

 

 მოდუნება, უმოძრაობა, სიცილი, ნერვებზე აყოლა.

 

ფიქრი იმაზე, თუ სად გაისეირნებდი და რას ჩაიცვამდი თუნდაც ამ ჩკეტვის პირობებში.

 

ფიქრი იმაზე, რომ მშობლებმა არ ინერვიულონ.

 

ფიქრი იმაზე, თუ როდის მიუბრუნდები საყვარელ საქმეს.

 

ფიქრი საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან გენატრებიან.

 

ეს რომ მხოლოდ კარანტინი იყოს, ხვალ უკვე გარეთ ვიქნებოდი, მაგრამ ეს კოვიდია და ჯერ კიდევ არ ვიცი, როდის გამომწერენ.

 

ანალიზებში ყველა კომპონენტი კიდევ არ არის ნორმაში.

 

საუბარი მაქვს ისევ დე დიმერზე, რომელიც სისხლის შედედების კოეფიციენტია.

 

ამიტომ კვლავ მიკეთებენ სისხლის გამათხელებელს.

 

ირაკლის ანალიზები წესრიგშია.

 

საღამოს ექიმს ველოდები, რომ მითხრას, გამწერენ, კიდევ დამტოვებენ, ტომოგრაფიას გადამიღებენ თუ რას მიპირებენ.

 

 შიშით არ მეშინია, რადგან, წესით და რიგით, უკვე ბოლოში ვარ გასული, უბრალოდ, უაზროდ დიდი დრო გადის და ეს მღლის.

 

თუმცა ორი-სამი კვირა კორონასთვის სავსებით ჩვეული პერიოდია და ამ მხრივ გადაცდომა არ მაქვს.

 

ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან ხომ მაინც გამწერენ.

 

მოკლედ, კორონასთან საბრძოლველად, კარგ ექიმებსა და იმუნიტეტთან ერთად, რკინის ნერვებიც საჭიროა.

 

 ასეთი კი ნამდვილად ჰქონდა დღევანდელი დღის იუბილარს - რკინის ლედის.

 

მარგარეტ ტეტჩერის ძალიან დროულ გამონათქვამს შეგახსენებთ: "საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად, ხანდახან გიწევს რამდენჯერმე მოიგო ერთი და იგივე ომი."

 

ჯანმრთელობა ყველას", - წერს ზურა ბალანჩივაძე.

 

big_banner
არქივი