logo_geo
გია აბაშიძე: გვარამიას ტელეეთერში „ნაცსექტამ“ აღიარა 308-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული
- +

14 ოქტომბერი. 2020. 17:47

 

 

„ჰოი, საოცრებავ! უპრეცედენტო თვითლუსტრაცია! უსაგნოდ იმდენი იტლიკინეს ამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე, იმდენი „პროფესიონალიზმი“ აფრქვიეს მედიაში, რომ ბოლოს, გვარამიას ტელეეთერში „ნაცსექტამ“ აღიარა 308-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და გადაცემა „მთავარი აქცენტების“ ვიდეოს აზიარებს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე წამყვანს, ნიკა გვარამიას უხსნის, რომ კომისიის წევრების შეთანხმებული დოკუმენტი მომავალში გახდებოდა საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის საფუძველი.

 

ანალიტიკოსის თქმით, „ნაცსექტა“ დაჟინებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ილიჩოვა და მელაშვილი ჩაუდენელი დანაშაულის გამო არიან დაკავებულები, ეთერში კი სულ სხვა რამე გაეპარათ.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა დავითგარეჯას საქმეზე დაკავებული პირებისთვის ხელის დაფარებას და ამით საკუთარი თავისგან პასუხისმგებლობის არიდებას, იმ მოღალატეობრივი ნაბიჯებისგან თავის დაძვრენას ცდილობს, რომელიც, როგორც ჩანს მათ ჩაიდინეს.

 

„308-ე მუხლი დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. შესაბამისად, დამოუკიდებლად იმისგან, ამ ქმედებებით საბოლოოდ საქართველომ დაკარგა თუ არა ტერიტორია, აღნიშნული მიზნებისკენ მიმართული ქმედებები უკვე სსკ-ით გათვალისწინებული შემდგარი დანაშაულია.

 

„ნაცმოძრაობა“ ამ უმძიმესი მოცემულობიდან აქცენტების არევის, ტექნიკურ საკითხებზე გადატანის და მოსახლეობის მოტყუების მცდელობით თავს ვერ დაიძვრენს და ამ ყველაფრისთვის აგებს პასუხს, ხოლო კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც გამოძიების შედეგად გამოვლინდებიან, აუცილებლად დაისჯებიან“,- წერს გია აბაშიძე.

 

 

big_banner
არქივი