logo_geo
გიორგი კეკელიძე: ეს არის ყველაზე საშინელი პასუხი და ყველაზე ზუსტი განაჩენი ჩემთვის და თქვენთვის
- +

14 ოქტომბერი. 2020. 20:18

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

,,გუშინ, გზაზე მიმავალმა, რუსთაველზე, მიწისქვეშა გადასვლელთან, მოხუცი მოწყალების მთხოვნელი ქალი შევნიშნე.

 

ეგ ვერ გვიკვირს.

 

არც სევდიანი, მიწის ფსკერამდე დახრილი თვალებია ახალი.

 

არც ხელები, დამჭკნარი და ოდნავ მთრთოლვარე.

 

უხეირო პოეზიია ეს აღწერა, მაგრამ ხან სიტყვები ყავარჯნებით მიდიან სინამდვილესთან, იმდენად დიდი და სასტიკია სინამდვილე.

 

ახალი კი, ახალი მილეულ სახეზე ნიკაპამდე ჩამოვარდნილი პირბადე იყო.

 

არაფერი მინახავს ამაზე შემაძრწუნებლად სევდიანი - დანებების ამაზე უფრო ცხადი საზარელი სურათი.

 

ის პატარა ჭიქაც სხვათაშორის იდო.

 

მისი თვალები ვერ დავინახე, მიწას ეყრდნობოდა, მაგრამ რომ დამენახა, ის თვალები მეტყოდნენ მხოლოდ ერთს - არა ,,დამეხმარე", ,,ბავშვი მყავს ავად", ,,ფულს ვაგროვებ წამლებისთვის" - არამედ "სულერთია"!

 

და ეს არის ყველაზე საშინელი პასუხი და ყველაზე ზუსტი განაჩენი ჩემთვის და თქვენთვის.

 

ვისაც დრო და სურვილი მიგიწვდებათ - გაიარეთ.

 

დღესაც იქ იჯდება.

 

 მე რომ ამის ძალა მქონდეს, ყველა დღესასწაულს ამ ამ მოხუც ბებიებთან რიგებად ვაქცევდი - ტაძრებიდან წამოსულ ათასობით ადამიანს, მათთან მივიყვანდი.

 

შეიძლება ამიტომაც არ მაქვს ამის ძალა.

 

სვეტიცხოვლობას გილოცავთ!"

 

 

big_banner
არქივი