logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: წარმოდგენაც კი არ მინდა, რა უბედურება შეიძლება დაგვემართოს!
- +

15 ოქტომბერი. 2020. 19:59

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

 

სადაც შესაძლებელია სწავლის დისტანციურად გაგრძელება, სადაც ლაბორატორიული მუშაობის აუცილებლობა არ არსებობს, აუდიტორიებში მეცადინეობა არ უნდა განახლდეს!

 

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა საფრთხეს გვიქადის ეს ვირუსი!

 

მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ მოხუცებს და ქრონიკული დაავადებით გატანჯულ ადამიანებს და ამავდროულად გვახსოვდეს:

 

აუცილებელია ბავშვების და მოზარდების, ახალგაზრდების დაცვა!

ვიმეორებ:

 

ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვირუსი რა მავნე გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე და თუ ასეა, წარმოდგენაც კი არ მინდა, რა უბედურება შეიძლება დაგვემართოს!

 

გვახსოვდეს, რომ შეიძლება დღეს გადავრჩეთ და ასეც იქნება, მაგრამ როგორც ერი ვერ დავრჩეთ ამ ლამაზ პლანეტაზე!

 

პანიკა არ არის საჭირო, მაგრამ გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე!

 

 

big_banner
არქივი