logo_geo
17 ოქტომბერს გურამ შარაძის დაბადების დღეა
- +

17 ოქტომბერი. 2020. 00:04

 

 

17 ოქტომბერს ცნობილი ისტორიკოსის, აკადემიკოსის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ შარაძის დაბადების დღეა. ის 80 წლის გახდებოდა...

 

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მამის შესახებ საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს და შემდეგ პოსტს წერს:

 

„გურამ შარაძე საქართველოს საზღვრებზე და დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიაზე.

არ არსებობს საჭირბოროტო საკითხი, რომელსაც არ შეხებია. ეს 1998 წლის ,,ვესტნიკის“ ერთწუთიანი სიუჟეტია.

დაბადების დღეს გილოცავ, მამა!

გურამ შარაძე - 80 !“ - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

შეგახსენებთ, აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად, შარაძე ადგილზე დაიღუპა.

 

 

აკადემიკოსის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გიორგი ბარათელი მალევე დააკავეს. ბარათელმა ციხეში რამდენიმე წელი დაჰყო და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის ნოემბერში დატოვა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი