logo_geo
თამთა მეგრელიშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას: როგორ ახერხებთ, ყველა ქმედებაში ქვეყნის მტრებად როგორ მჟღავნდებით?!
- +

17 ოქტომბერი. 2020. 01:01

 

 

„ერთიანი ბრძოლის ხაზიდან გაქცეულმა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვადასხვა რეგიონებიდან „ქუდზე კაცი" დაიბარა და ყოველგვარი წესისა და რეკომენდაციის დაცვის გარეშე, აჭარაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხის ზონაში შეკრიბა“, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ აქციას.

 

 

„კორონავირუსის პანდემია ჩვენი დროის გლობალური ჯანმრთელობის კრიზისია. ვხედავთ, რომ დაავადების მასშტაბი, სიმძიმე და შესაბამისად, მისი შედეგები მნიშვნელოვანი ცვალებადობით ხასიათდება. ვამაყობთ, რომ საქართველომ, ამ პატარა ქვეყანამ სწორი მენეჯმენტის პირობებში შეძლო ეპიდსიტუაციის მართვა და კოორდინაცია, დაავადების გავრცელების შეზღუდვა, სიტუაციის მონიტორინგი და შეფასება, მოსახლეობის ინფორმირება და კომუნიკაცია და პირველი ეტაპი ბევრ წარმატებულ ქვეყანაზე ეფექტურად, ნაკლები დანაკარგებით გადავლახეთ.

 

 

დღეს შემთხვევათა რაოდენობით, სავარაუდოდ, ვართ ვირუსის გავრცელების მეორე ეტაპზე, როცა ვირუსის გავრცელების კლასიფიკაცია ბევრად მაღალია და თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური თუ მოქალაქეობრივი შეგნება კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობით ხასიათდება. სამწუხაროდ გვაქვს საყურადღებო ლოკაციები (აჭარა, თბილისი). ამ პირობებშიც ერთიანი ბრძოლის ხაზიდან გაქცეულმა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ," „ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვადასხვა რეგიონებიდან „ქუდზე კაცი" დაიბარა და ყოველგვარი წესისა და რეკომენდაციის დაცვის გარეშე, აჭარაში ეპიდვითარებიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხის ზონაში შეკრიბა.

 

 

როგორ ახერხებთ არ ვიცი, ყველა ქმედებაში ქვეყნის მტრებად როგორ მჟღავნდებით?! კიდევ ერთხელ, ნათელია, რომ ყველას, გარდა კონკრეტული ძალისა, გვესმის, რომ ერთმანეთის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის გადასარჩენად ერთიან ომში ვართ! ყველას, გარდა კონკრეტული ძალისა, გვესმის, რომ ერთმანეთის გაფრთხილებით სახელმწიფო რესურსს დავზოგავთ და შევქმნით წინაპირობას დროულად დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრებისა და განვითარების რიტმს! ყველას, გარდა კონკრეტული ძალისა, გვესმის, რომ დავით გარეჯი საქართველოა და გვტკივა ქვეყნის მოღალატეობა! ყველას, გარდა კონკრეტული ძალისა, გვესმის, რომ... ვრცელი ჩამონათვალი გამომივა, ამიტომ ყველამ საკუთარი სათქმელი მიაწერეთ!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს, ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავის მხარდამჭერებთან ერთად, ქუჩაში მსვლელობა მოაწყო. მათ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. აქციაზე მყოფი ასეულობით პირი ყოველგვარი დისტანციის დაცვისა და პირბადეების გარეშე იმყოფებოდნენ.

 

 

 

big_banner
არქივი