ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე, ფეისბუქზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ:
აქუს, რა თქმა უნდა, გელბახიანი ჰყავდა სტუმრად.
კაკუტა და ქუჩარა!
გაარჩიეს ქართული და მსოფლიო პოლიტიკა.
რასაკვირველია, გარეჯსაც შეეხნენ.
გადაჩხრიკეს ყველა რუკა...
*
აქუ სიხარულს ვერ მალავდა:
საპატრიარქო შიგნიდან გასკდაო.
მეუფე მელქისედეკმა გახეთქაო...
„ოცნება" შოკშია, მეორე დღეა, ხმას ვერ იღებენო...
*
ორიოდე საათის შემდეგ, „იმედზე", გადაცემა „არენაში", გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და...
თავდაცვის მინისტრმა ყველა მოღალატე ერთად დაბომბა.
*
აქუ შოკშია!
ამ საღამოს კი არა, ნეტა ორშაბათს შეძლებდეს გადაცემის წაყვანას.
სტუმარი, რა თქმა უნდა, გელბახიანი იქნება.
თუმცა, უკვე ძნელი გასარჩევია, რომელია აქ სტუმარი...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.