logo_geo
ნიკოლოზ მეტრეველი: ის, რაც დღეს ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ჩაიდინეს, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი კიდევ ერთი ტერორისტული აქტია
- +

17 ოქტომბერი. 2020. 02:45

 

 

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი „ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

 

პარტიამ ამომრჩეველთან შეხვედრა ბათუმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა.

 

 

„საარჩევნო კამპანია ბოლო ფაზაშია, შესაბამისად ყველა ოპოზიციური პარტიის ნებისმიერი აქტივობა - უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

 

 

მაგრამ, ის რაც დღეს ბათუმში ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ჩაიდინეს, როდესაც უსაფრთხოების ნორმების მიზანმიმართული დაუმორჩილებლობით უამრავი ადამიანი შეკრიბეს ქალაქის ცენტრში - მათი მხრიდან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი კიდევ ერთი ტერორისტული აქტია! სხვანაირი შეფასება ამ საქციელს არ გააჩნია“, - წერს მეტრეველი.

 

 

big_banner
არქივი