logo_geo
რატი იონათამიშვილი: უკვე მერამდენედ არის, რომ დესტრუქციული და ხელმოცარული ოპოზიცია ვირუსის მხარეს დგება
- +

17 ოქტომბერი. 2020. 02:46

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

 

„ჩვენი პოზიცია: სოციალური დისტანციის დაცვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა დღეს პატრიოტიზმის ტოლფასია. რადიკალური ოპოზიცია: „პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია, მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას“. უკვე მერამდენედ არის, რომ დესტრუქციული და ხელმოცარული ოპოზიცია ვირუსის მხარეს დგება. ზუსტად იციან, დღითი დღე როგორ უფასურდება მათი „რეიტინგი“ და ასე უნდათ იძიონ შური ხალხზე. მათ შორის, თავის მხარდამჭერებზეც. მავნებელთა პარტია იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ასეთად დარჩნენ ოპოზიციაშიც. ის მთავარი დამნაშავე კი, ამ დროს, იზოლირებული, უსაფრთხო გარემოდან ერთვება და ასე აყენებს რისკის ქვეშ დანარჩენების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - წერს რატი იონათამიშვილი.

 

 

შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის ბულვარში წინასაარჩევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა.

 

 

big_banner
არქივი