logo_geo
ამირან სალუქვაძე „ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტებზე: ძალიან ცდილობენ, ეპიდაფეთქების გამო არჩევნები გადაიდოს
- +

17 ოქტომბერი. 2020. 20:46

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„არ გენიშნათ,

გუშინ  ენმ-მა მიტინგი მოაწყო პირბადეების გარეშე, დღეს ნინო ლომჯარიამ არჩევნების გადადების საკითხი დააყენა?!

მანამდე ხომ გახსოვთ ევროსაქების ბანკეტი სამეგრელოში? გუშინ გირჩის თავყრილობა იყო ბარში, ამ დღეებში რიყეზე აპირებენ კონცერტს.

ევროსაქებმა დღეს მრავალათასიანი აქცია გადავდეთო. სად ჰყავთ აქციისთვის მრავალი ათასი?

მოკლედ, ამათ რა სახელიც არ უნდა დაირქვან, შინაარსი არ ეცვლებათ.

ძალიან ცდილობენ ეპიდაფეთქების გამო არჩევნები გადაიდოს.

გაზაფხულზე, პანდემიის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, ფიქრობენ, უკეთეს შედეგს მიიღებენ.“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

big_banner
არქივი