„ცოტნეს სიცოცხლე საფრთხეშია!!!“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე- გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
ინფორმაციისთვის, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად ის მკურნალობას გერმანიის ერთ-ერთ წამყვან საავადმყოფოში გადის.
საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს.