logo_geo
ნინო ჯღარკავა: ისე იქცევიან „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები, შეცოდების გრძნობას გიკარგავენ!
- +

29 მარტი. 2017. 13:25



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„უკვე ისე იქცევიან ეს „ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები, რომ შეცოდების გრძნობას გიკარგავენ! ყველა რომ ამბობს, სოციალურად დაუცველები ვართო, სოციალურად დაუცველს კრედიტს რომელი ბანკი აძლევს, ერთი მითხარით, ან სოციალურად დაუცველებს საიდან ჰქონდათ 100 000 ლარის საქონელი, არ გადამრიოთ! ჩინური და თურქული იაფფასიანი საქონლით არის სავსე ვაგზლის ტერიტორია... სირცხვილია, რასაც ახლა აკეთებთ თქვენ, ან სახელმწიფოს რას სთხოვთ, კერძო ობიექტზე იყავით და დაიწვა, რატომ არის ვალდებული სახელმწიფო, გადაგიხადოთ არარსებული ასი ათასები? დაზღვევა თქვენ არ გქონდათ, გადასახადებს თქვენ არ იხდიდით, საშემოსავლოს თურმე და მოსთხოვეთ იმას, ვისაც ქირას უხდიდით", - წერს ნინო ჯღარკავა.


 

 

big_banner
არქივი