logo_geo
ალექსანდრე ლორთქიფანიძე: მთელ ოჯახს გვაქვს რინოვირუსი - მეორე მსოფლიო ომის დროს, ჯარისკაცი რომ უბნის ჩხუბში დაჭრილიყო, ეგეთი ამბავია
- +

21 ოქტომბერი. 2020. 13:34

 

„არ მაქვს კორონავირუსი. სამაგიეროდ მთელ ოჯახს გვაქვს რაღაც რინოვირუსი თუ ჯანდაბა, ვიცრემლებით და ვართ ასე“, - ამის შესახებ მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ის საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

„მთელი ოჯახი გამოვიკეტეთ შინ. პირველ რიგში, არ ინერვიულოთ, ყველაფერს გავუმკლავდებით.

 

ჩემთვის ყველაფერი შაბათს დაიწყო, ჯერ ყელის ტკივილი ვიგრძენი, მერე სისუსტე… სიცხე ჯერ არ მქონდა.

 

კვირას წავედი PCR-ტესტის გასაკეთებლად.

გავიკეთე და დაველოდე პასუხს.

ამასობაში ყელის ტკივილმაც მიმატა და შიგადაშიგ ხველებაც დამეწყო.

 

პასუხი ორშაბათს მოვიდა.

ნწუ-ო. არ მაქვს კორონავირუსი.

 

სამაგიეროდ მთელ ოჯახს გვაქვს რაღაც რინოვირუსი თუ ჯანდაბა, ვიცრემლებით და ვართ ასე.

 

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა ტკივილზე კორონა არ გეგონოთ, შესაძლებლობის შემთხვევაში – დააზღვიეთ PCR-ტესტით (არაა იაფი სიამოვნება), თუმცა, მაინც გაფრთხილდით, არც ეს სეზონური გრიპია კაი ამბავი.

 

P.S. თან მიტყდება რაღაც პონტში, მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცი რომ უბნის ჩხუბში დაჭრილიყო, ეგეთი ამბავია“, – წერს ლორთქიფანიძე.

 

big_banner
არქივი