logo_geo
ნინო ჯღარკავა: გაძლება და მოთმინება მართლაც საუკეთესო მინისტრს, ვახტანგ გომელაურს! პოლიციელი გმირია!
- +

21 ოქტომბერი. 2020. 16:11

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ღმერთო, რა პირობებში უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა. გაძლება და  მოთმინება მართლაც საუკეთესო მინისტრს ვახო გომელაურსპოლიციელი გმირია.

ასეთი არაფერი მინახავს - პირდაპირ ეთერში სპეცოპერაციის გაშუქება და ეკიპირებულ პოლიციელებზე მიკროფონების პირში ჩათხრა!

ეს მარტო აქ საქართველოში ხდება, აცადთ პოლიციას მუშაობა, აცადეთ! სააკაშვილის დროს სპეცოპერაციისას ფეხებს მიგიცხრილავდნენ, მიკროფონი რომ მიგეშვირა!წერს ნინო ჯღარკავა.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

 

big_banner
არქივი