logo_geo
ნინო ჯღარკავა: „შტაბკვარწირა“ ვაშაძემ - აგვირჩიეთ ჩვენ და ზუსტად ისე მოგხედამთ, რავარც 2003-2012 წლებში გასიამოვნეთო...
- +

21 ოქტომბერი. 2020. 16:33

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„შტაბკვარწირა“ ვაშაძემ - აგვირჩიეთ ჩვენაო და ზუსტად ისე მოგხედამთ, რავარც 2003-2012 წლებში „გასიამოვნეთოო“... ჰოდა, წარმოვიდგინე, ისევ დაქრის მიხო და ხსნის შადრევნებს, ფერადი ბუშტები დაფრინავს ჰაერში და ჭყლოპინებს  უკვე შებერებულ, დაბოტოქსებული ბიჭი, იხსნება ჩქარი ტემპით სამშობიაროები, სადაც კაცები „წარმატებით“ მშობიარობენ, 2 და 4 წლის ბავშვები ტყუპები ხდებიან, ზამთარში 20-ლარიან ვაუჩერებს გვირიგებენ და თან ას მადლობას ვამბობთ, სამკურნალოდ ვყიდით სახლს, კარს და ზემოდან თირკმელს, პატიმრებს სცემენ, აწამებენ და უცხოელი დამკვირვებლები აქებენ და ადიდებენ გლდანის ახალაშენებულ ციხეს, ვერა ქობალია აცხობს პურს და აყვავებულ ეკონომიკაზე ბარის „სტოიკიდან“ ცეკვა-ცეკვით გვესაუბრება, მუზიკანტი  მინისტრი გოგა ხაჩიძე ტამტამზე გვიკრავს და თან  ხმის ჩახლეჩამდე გვამღერებს „მიშა მაგარიას“, ვანო „ხერხემალი“ და მისი „მწყაზარი“ „კდემა“ ცოლი „ნიჟე ტრავი“ დადიან და არავის აწუხებენ, გაზი ყველა სოფელშია, ოღონოდ წითელი პატარა ბალონი დაიარება თავისით და მიხო ოლიმპიურ ცეცხლს დაატარებს, „მეგისაფიქჩერსი“ იღებს ახალ-ახალ სერიალებს და მთავარ როლში კასტილიანი „ვაჟკაცია“, ქუჩაში პატრული ხოცავს ბიჭებს და მეორე დღეს  ბრიფინგებზე გვმოძღვრავენ, როგორ გაწმინდეს ერი „კრიმინალებისგან“. საჯარო მოხელეები სხედან კაბინეტებში და გამეტებით ალაიქებენ მიხულას ვოლს, თვის ბოლოს კი პრემიებს იღებს მათი უფროსობა, ვიდეოთვალით გვიჭრუტუნებენ ყველგან, საძინებლებშიც კი და მაინც კმაყოფილები ვართ, შენდება და ლამაზდება „კამაზიანი“ გაღლეტილების სახლები, ნაკვეთები, რესტორნები, კომპანიები, პარიზებში და ლონდონებში კეთდება უნიკალური სილიკონიანი უკანალების  ოპერაციები, თბილისის მერია ერთიანი ძალით ზრუნავს მერის ცოლის სილამაზეზე, „ღიმილიანი საქართველოს“ ფარგლებში ყველა პენსიონერს უფასოდ დააცლიან კბილებს და  მადლიერი მოხუცები  მიხოს ხელებს ლოღნიან! „ყვავის“ ერი და ხარობს მიშა, წარმოვიდგინე ეს ყველაფერი და თქვენზე ხმის მიმცემს მ@@@@ნ გრიშა!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი