logo_geo
დავით ოქიტაშვილი: თქვე უნიჭოებო, ვეღარ ხვდებით რომ რეჟისორი აღარ გივარგათ?️ ვის სჯერა ამ თქვენი დადგმული „სპექტაკლის“?!
- +

21 ოქტომბერი. 2020. 19:09

 

 

„რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დღეს თქვენი დაგეგმილი „სპექტაკლი“ დაემთხვა, ქუთაისის მსოფლიო დონის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას, გინდოდათ, ინფორმაციულად გადაგეფარათ, ჩვენი მომავალი თაობის ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა“, - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ზუგდიდში განვითარებულ პროცესებს.

 

„იყო და არა იყო ერთი ტერორისტი, რომელიც ზუგდიდში შეიჭრა, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და ითხოვს 500 000 ათას ამერიკულ დოლარს.

 

სად იყო და სად არა, ამდენ ბანკის თანამშრომლებს შორის აღმოაჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, რომელმაც დახმარება აღუთქვა და „მთავარი არხის“ ეთერში გაახმოვანა ტეროტისტის მოთხოვნები. 

 

ახლა კი სერიოზულად: თქვე უნიჭოებო, ვეღარ ხვდებით, რომ რეჟისორი აღარ გივარგათ?! ვის სჯერა ამ თქვენი დადგმული „სპექტაკლის“?! რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დღეს თქვენი დაგეგმილი „სპექტაკლი“ დაემთხვა ქუთაისის მსოფლიო დონის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას (მასზე რამდენიმე წლის განმავლობაში იძახდით, რომ არ აშენდებოდა), რომელიც გინდოდათ, ინფორმაციულად გადაგეფარათ, ჩვენი მომავალი თაობის ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა. საზოგადოება კარგად ხვდება, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის განადგურება გინდათ!‼️ ვერ ეღირსებით, ️ვერა!!! თქვე 0% ფაშისტებო“, - წერს ოქიტაშვილი.

 

შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი