logo_geo
ირა გოგოსაშვილი: მადლობა ნინო გიორგობიანს და კრწანისის პოლიციას!
- +

21 ოქტომბერი. 2020. 20:17

 

 

 

ჟურნალისტი ირა გოგოსაშვილი, სოციალურ ქსელში, შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს ნინო გიორგობიანს და კრწანისის პოლიციას მადლობას უხდის და წერს:

 

„3 დღე ფეისბუკი რომ არ ვარ, შეამჩნევდით, არ იცით რა კოშმარი გადამხდა თავს...

 

მოკლედ, ოქროყანიდან მოვდიოდი თავისუფლების მოედანზე 13.00 შეხვედრა მქონდა ადვოკატთან დანიშნული. ვიღაც მადლიანმა მანქანა გააჩერა და თუ მობრძანდებით ჩაგიყვანთო... 2 ჩანთა მქონდა თან, ერთი ხელჩანთა და მეორე ლეპტოპის.. ზუსტად 12:40 ჩამოვედი მანქანიდან და  აღმოჩნდა რომ მხოლოდ 1 ჩანთით!

 

ლეპტოპი დავკარგე, თან მაგარი ლეპტოპი, ბექამ გამოუგზავნა გუგუას და გუგუამ მე მათხოვა...

 

ადვოკატმა მაშინვე დარეკა 112, მალევე მოვიდა პოლიცია, წავედით  კრწანისის რაიონის პოლიციაში, დამაწერინეს ახსნა-განმარტება, დამამშვიდეს და წამოვედი სახლში...

 

მე 3 დღეა ჩაის და ყავის მეტი არაფერი დამილევია, არც მიჭამია ისე გავნერვიულდი, იმიტომ, რომ  ამ ლეპტოპში მქონდა ჩემი მომავალი წიგნის გარკვეული მასალა და ფოტოები...

 

დღეს დამირეკეს და მითხრეს ,რომ ლეპტოპიც ნაპოვნია და მანქანაც ამოცნობილი!!!

 

დიდი მადლობა ყველას ვინც დამეხმარა  და ვინც შეწუხდა!

 

მადლობა ნინო გიორგობიანს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი პრობლემა და მადლობა კრწანისის პოლიციას!

 

უფრო ვრცლად და დეტალურად ორშაბათს გაზეთ ,,ალიაში,, მოგახსენებთ!“ - წერს ირა გოგოსაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი