logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: კმარა არაპროფესიონალიზმი!
- +

21 ოქტომბერი. 2020. 23:16

 

 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, სოციალურ ქსელში, სომხეთ - აზერბაიანს შორის დაპირისპირებაზე წერს:

 

„რა არის სტანდარტი? და რა არის მისი დარღვევა? და ეს რომ შენს მეზობელ ერთა კონფლიქტს ეხება?

 

თუ ამბობ, რომ იცავ ნეიტრალიტეტს, მაშინ საზოგადოებრივმა მედიამ უნდა გაითვალისწინოს და არ დაწეროს: "აზერბაიჯანმა გაანთავისუფლა სოფლები", თუ ამას წერ, მაშინ იქვე არ უნდა მოიხსენიო დასახელება არცახი. ეს ორმაგი სტანდარტია. კმარა არაპროფესიონალიზმი. ჩვენ უნდა სულის სიღრმეში განვიცადოთ ამ კონფლიქტის არსი. პრობლემა მძიმეა და ჩვენთვის განსაკუთრებით. რა უნდა ვთქვა მაშინ, როცა ტერმინ "სამხრეთ ოსეთსაც" ვიყენებთ ე. წ.-ს გარეშე“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

big_banner
არქივი