logo_geo
გიორგი იაკობაშვილი: რა დასკვნა გამოიტანა თავად ია ანთაძემ „გამზრდელიდან“?
- +

25 ნოემბერი. 2016. 11:41



ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ა, ბატონო: ია ანთაძემ - მთელი ცხრა წელი ელენე ხოშტარიას კლასის დამრიგებელი ვიყავი და ზუსტად ვიცი, რომ ტონა წიგნი აქვს წაკითხულიო.

 

მთავარი არც წაკითხვაა და არც მოსმენა. მთავარი გაგებაა, წაკითხულის და მოსმენილის გაგება, გააზრება, დასკვნის გამოტანა, გათვალისწინება...

 

მაგ: რა დასკვნა გამოიტანა თავად ი. ანთაძემ „გამზრდელიდან"?

 

ისე კი, მე არც ე. ხოშტარიას ნაკითხობის მჯერა და არც თ. წულუკიანის ნაკითხობისა. თუ რამე წაუკითხავთ, მაინც ვერაფერი გაუგიათ, რადგან ამდენი ხალხი ხელფასს ვუხდით ამ ორ გოგოს, ესენი კი, ორივენი, მაინც ჯიუტად ძველბიჭობენ!" - წერს გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში. 


 

big_banner
არქივი