logo_geo
თეა ფირცხალავა: 29 მარტს თბილისის საპატიო მოქალაქე, პროფესორი გიორგი ბათიაშვილი დაბადებულა
- +

29 მარტი. 2017. 22:35


 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს:


„1934 წლის 29 მარტს თბილისში დაბადებულა სახელოვანი ქართველი არქიტექტორი და საზოგადო მოღვაწე, მრავალი ჯილდოსა და პრემიის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამკერდე ჯვრის მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, პროფესორი გიორგი (გიგა) ბათიაშვილი, რომელიც არასოდეს ერიდებოდა და ერიდება საკუთარი, ზოგჯერ ხელისუფლებისგან მკვეთრად განსხვავებული აზრის საჯაროდ დაფიქსირებას ქალაქის განაშენიანებასა თუ სხვა, თუნდაც პოლიტიკურ საკითხებზე.

 

ბატონ გიგას ეკუთვნის უამრავი სამეცნიერო გამოკვლევა ისტორიული ქალაქების აღდგენა-განაშენიანების საკითხებზე. მისი ნამუშევრებიდან მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი: მეტროპოლიტენის სადგური „300 არაგველი", თბილისის ისტორიული უბნების - შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, ლესელიძისა და ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და ორბელიანთ-უბნის, ძველი თბილისის ცალკეული შენობების, „მეიდნის", ქეთევან წამებულის პროსპექტისა და ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისა და რეკონსტრუქციის პროექტები.

 

ვულოცავ ბატონ გიგას და ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ", - წერს ფირცხალავა. 


 

big_banner
არქივი