logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ტრაგიკომიკური ისტერიკა აუტეხავთ სააკაშვილის კლოუნებს
- +

29 მარტი. 2017. 22:43


 

ტელეკომპანია „ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს ბანერი დავინახე თუ არა ორი დღის წინ, შენიშვნა გავაკეთე - არა იმიტომ რომ შეცდომაა, არამედ იმიტომ, რომ ტექსტი ბევრია და არავის აინტერესებს ამხელა ტექსტები, პოლიტიკური ტექსტი უნდა იყოს ტყვიასავით - პატარა და თავში უნდა გეჭედებოდეს:

 

ა) გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი (c) რუსთაველი

 

ბ) Never use a long word where short one will do. (c) ორუელი

 

2) ახლა ვნახე რა ტრაგიკომიკური ისტერიკაც აუტეხავთ სააკაშვილის კლოუნებს:

 

ა) ტექსტი არის ზუსტი და კორექტული - უშუალოდ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი დაიწყო 2012 წლის ივნისში.

 

წელიწადში 12 თვეა. ბიძინას გამო ორ თვემდე ვერ მცირდება, რამდენიც არ უნდა ეცადოთ.

 

მესმის, რომ ვინც ინგლისური და/ან კომპუტერი იცის პარტიაში, მიშამ

 

მალტაზე წამოიყვანა (შვიდივე აქაა) - იცოდა რომ აქ ვიქნებოდით და ანტურაჟი სჭირდება, მაგრამ ჩხირები მიაშველეთ დარჩენილებმა თითებს და რაღაც გამოგივათ.

 

ბ) პოლიტიკური გადაწყვეტილება ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ მიღებულ იქნა 2011 წელს ვარშავის სამიტზე, თუმცა ამას წინ უძღვოდა ინტეგრაციის ხანგრძლივი პროცესი, უბრალოდ ბანერზე უშუალოდ ვიზალიბერალიზაციაზეა საუბარი და არა სულხან საბასა და ლუდოვიკოზე.

 

3) პარტია ევროპული საქართველო ჩამოყალიბების პროცესშია, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა პარტიული

 

ცნობადობის გაზრდაა, შესაბამისად, there is no bad publicity for them, unless it's an obituary, თან გიორგი არველაძის გინებაზე უკეთესი რა უნდა ინატრო, თუ ადეკვატურობის ჩვენება გსურს, მაგრამ მაინც ...

 

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


 

big_banner
არქივი