logo_geo
ამირან ბუთურიშვილი თამაზ გამყრელიძეს 91 წლის იუბილეს ულოცავს
- +

23 ოქტომბერი. 2020. 18:04

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს 91 წლის იუბილეს ულოცავს.

 

„დღეს, 23 ოქტომბერს, 91 წლისა გახდა თამაზ გამყრელიძე - გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1991-1992), საქართველოს მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიისა და ჟიული შარტავას სახელობის პრემიის ლაურეატი, ალექსანდერ ჰუმბოლდტის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, ლენინური პრემიის ლაურეატი (მეცნიერების დარგში), წმინდა გიორგის ოქროს ორდენის (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო) მფლობელის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და აკადემიის პრეზიდენტი (2005-2013), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტი (2013 წლიდან), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის გამგე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგე, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის („Вопросы Языкознания“) მთავარი რედაქტორი, ფონეტიკურ მეცნიერებათა XI საერთაშორისო კონგრესის (ტალინი, ესტონეთი) პრეზიდენტი,საკავშირო (ამჟამად - რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ლინგვისტიკური საზოგადოების საპატიო წევრი, ინდოევროპული საზოგადოებია საპატიო წევრი, ევროპის ლინგვისტური საზოგადოების წევრი და მისი პრეზიდენტი (1986-1987), ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი, ბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAშ) ნამდვილი წევრი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი, „საქსონიის მეცნიერებათა აკადემიის“ უცხოელი წევრი, ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის უცხოელი წევრი, ევროპის მეცნიერებათა აკადემიის“ ნამდვილი წევრი, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, მეცნიერებათა და ხელოვნებათა ევროპული აკადემიის წევრი, მეცნიერებათა ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიის (AIPS) წევრი, აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის „ღირსების ოქროს მედალი“ (1998) მფლობელი, ხალხთა მეგობრობისა და ღირსების ორდენების კავალერი.

 

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე იკვლევს კულტურის ისტორიის, აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლური ენების, ინდო-ევროპული, სემიტური, ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს; მისი მრავალი ფუნდამენტური ნაშრომი გამოცემულია ქართულსა და უცხოურ ენებზე. თამაზ გამყრელიძე ფლობს 20-ზე მეტ უცხო ენას“, - წერს ბუთურიშვილი.

 

 

big_banner
არქივი