logo_geo
ამირან სალუქვაძე: გგონიათ, ამ სისულელეებით ბიძინა ივანიშვილს ავნებთ რაიმეს? - ვაი თქვენს პატრონს!
- +

26 ოქტომბერი. 2020. 13:38

 

 

„გაბუნიას ახალ აღვირახსნილობას რომ ნახავ, პოლიტიკოსი ხარ, ჟურნალისტი, უფლებადამცველი, ექსპერტი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, და სერთოდ, თუ ადამიანი გქვია და არ დაჰგმობ, ფსკერზე კი არა, ქაქში ზიხარ და გსიამოვნებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ჟურნალისტის გუშინდელ მონოლოგს.

 

„გამოდიხარ, მამაკაცის გენიტალიებს პირდაპირი ტექსტით აჟღერებ, ხუნტრუცობ, ღლიცინებ... ესაა თქვენი მორალი, თქვენი მთელი ანატომია, ქართულისგან დაცლილი...

 

მერე გიკვირთ თქვენს მიმართ ყველა ჭკუათმყოფელის უარყოფითი დამოკიდებულება.

 

პუტინი გამოიწვია, ციცხალია. ახლა ბიძინას და ბერას იწვევს. თავისიანები გალახავენ ქუჩაში და ვის დაბრალდება? აი, მერე ჩაერთვებიან ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები, უფლებადამცველები, ენჯეოები, ჟურნალისტები...

 

არჩევნებამდე დაცვა დაუყენეთ, ოპერატიული თანამშრომლები მიამაგრეთ გადამფრინავმა ჩიტმა თავზე არ დაასკლინტოს.

 

გგონიათ, ამ სისულელეებით ბიძინა ივანიშვილს ავნებთ რაიმეს? ან გგონიათ, გისმენთ და ნერვიულობს? ჩადით აბასთუმანში და ნახავთ, რითია დაკავებული. თქვენი აღვირახსნილი წინასაარჩევნო კამპანია მთვარის ჩრდილზე ახატია.

 

ისე, ქუთასის უნივერსიტეტზე სიუჟეტებს რომ აკეთებდით, აქ ისევ ჭაობიაო, არ გიგდებთ მემორებში“?

 

ამიტომ გაგემიჯნათ ევროსაქები, მაგრამ იმდენს ვერ ხვდებიან, რომ თავის თავსაც უნდა გაემიჯნონ.

 

ვაი თქვენს პატრონს!

P.S. გოგოლაძის ბოდვაზე მოგვიანებით. ძირითადი სპეციალობა ხომ გაგაგებინეთ გუშინ...“, - წერს სალუქვაძე.

 

 

big_banner
არქივი