logo_geo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ისეთი სუნი მცემს, ორივეს დაიჭერენ...
- +

26 ოქტომბერი. 2020. 16:52

 

 

„როგორც იქნა, ვუყურე ელდარ გოგოლაძის საუბარ/ზღაპარს ნიკა გვარამიასთან, რასაც ინტერვიუს ნამდვილად ვერ ვუწოდებ“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭდლიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ამ ზღაპრიდან „ირკვევა“, რომ ბიძინა ივანიშვილი საგულდაგულოდ მალავდა სამ რუსულ პასპორტს და მათ გოგოლაძის სეიფში ინახავდა.

 

ასევე, თურმე ანაკლიის პორტის მშენებლობა ჯერ კიდევ 2002 წელს იგეგმებოდა, მაგრამ ის ჩაშალა ФСБ-ს მაშინდელმა შეფმა პატრუშევმა და ივანიშვილს არ ააშენებინა. და ეს ყველაფერი ივანიშვილმა გოგოლაძეს მოუყვა.

 

კიდევ უამრავი სისულელე მოვისმინეთ, აღმოჩნდა, რომ „თავის ცოდვებს“ ივანიშვილი გოგოლაძეს უყვებოდა დაწვრილებით, დეტალებში, თვით პატრუშევთან შეხვედრის დეტალებსაც კი.

 

ჩემი ვარაუდით, ამერიკული FBI ვუდროფის საქართველოში მკვლელობის საქმეს მიიყვანს ბოლომდე და არ არის გამორიცხული, ამერიკულ ციხეში ამოყოს თავი ბატონმა გოგოლაძემ.

 

ამიტომ ხომ არ მისცა გოგოლაძემ „ინტერვიუ“ გვარამიას, რომლის საქმე ასევე სასამართლოშია?

 

ისეთი სუნი მცემს, ორივეს დაიჭერენ...“ - წერს მჭედლიშვილი.

 

 

big_banner
არქივი