logo_geo
მარიამ ქვრივიშვილი: პროექტით „იმუშავე საქართველოდან“ უკვე 23,6 მილიონი დოლარია მოზიდული
- +

27 ოქტომბერი. 2020. 00:11

 

 

„მიღებულია 1,100 განაცხადი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებულია 700 პირის მოთხოვნა, რომელთა საშუალო შემოსავალი თვეში არათუ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნას 2,000 აშშ დოლარის სახით, არამედ აღემატება და შეადგენს 5,700 აშშ დოლარს. მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დასახარჯ 23,9 მილიონ აშშ დოლარს, რაც გაწეული მინიმალური მარკეტინგული ხარჯების ფონზე - თავად განსაჯეთ რამდენად ეფექტური შედეგია (მარკეტინგული დანახარჯი 17,000 აშშ დოლარი, უკუგება 1 ინვესტირებულ აშშ დოლარზე - 1,408 აშშ დოლარი)“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„შეგახსენებთ რომ, პროექტი თავისი შინაარსით არ ემსახურება მასიური ტურიზმის გენერირებას. ის ემსახურება ყველაზე მნიშვნელოვანს - უსაფრთხოდ ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.

 

გასაკვირია როცა ამ პროექტს განაცხადების რაოდენობით აფასებენ და ჯერ არავის დაუსვამს კითხვა პროექტის ეკონომიკურ სარგებელზე. ამიტომაც, გიზიარებთ საინტერესო მონაცემებს

 

პროექტი გრძელდება და სასიხარულოა რომ ყოველდღიურად განაცხადების რაოდენობა მზარდია და ამ პროექტით უკვე არაერთი სასტუმრო, ბინა, მანქანის გაქირავების სერვისი, გიდი და სხვა ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ეკონომიკურ სარგებელს ნახულობს

 

პროექტის ფარგლებში საქართველოში უკვე ჩამოვიდა 197 პირი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან) რაც ნიშნავს 1600 ღამისთევას / roomnight მხოლოდ კომერციულ საკარანტინო სივრცეში. თუ ერთი საკარანტინო ოთახის საშუალო ღირებულებას მაგალითისთვის გამოვიყენებთ - 70$, გამოდის 400,000 ლარის შემოსავალი 1.5 თვეში მხოლოდ პროექტში ჩართული სასტუმროებისთვის დანარჩენი არითმეტიკა თქვენთვის მომინდვია“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.

 

 

big_banner
არქივი