logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ახლა ვნახე, რა ტრაგიკომიკური ისტერიკაც აუტეხავთ სააკაშვილის კლოუნებს
- +

30 მარტი. 2017. 12:31



ახლა ვნახე, რა ტრაგიკომიკური ისტერიკაც აუტეხავთ სააკაშვილის კლოუნებს", - ასე ეხმაურება „ტაბულას" გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე „ევროპული საქართველოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაპირისპირებას.


დაპირისპირება „ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულმა მისალოცმა ტექსტმა გამოიწვია, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი 2012 წლის ივნისში დაიწყო. ამის გამო, პარტიამ „ნაცმოძრაობის" ზოგიერთი წევრისა და მხარდამჭერის კრიტიკა დაიმსახურა.

 

„ეს ბანერი დავინახე თუ არა ორი დღის წინ, შენიშვნა გავაკეთე - არა იმიტომ, რომ შეცდომაა, არამედ, იმიტომ, რომ ტექსტი ბევრია და არავის აინტერესებს ამხელა ტექსტები, პოლიტიკური ტექსტი უნდა იყოს ტყვიასავით - პატარა და თავში უნდა გეჭედებოდეს:

 

ა) გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი (c) რუსთაველი

 

ბ) Never use a long word where short one will do. (c) ორუელი

 

2) ახლა ვნახე რა ტრაგიკომიკური ისტერიკაც აუტეხავთ სააკაშვილის კლოუნებს:

 

ა) ტექსტი არის ზუსტი და კორექტული - უშუალოდ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი დაიწყო 2012 წლის ივნისში.

 

ბ) პოლიტიკური გადაწყვეტილება ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ მიღებულ იქნა 2011 წელს ვარშავის სამიტზე, თუმცა ამას წინ უძღვოდა ინტეგრაციის ხანგრძლივი პროცესი, უბრალოდ ბანერზე უშუალოდ ვიზალიბერალიზაციაზეა საუბარი და არა სულხან საბასა და ლუდოვიკოზე.

 

3) პარტია „ევროპული საქართველო" ჩამოყალიბების პროცესშია, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა პარტიული ცნობადობის გაზრდაა, შესაბამისად, there is no bad publicity for them, unless it's an obituary, თან გიორგი არველაძის გინებაზე უკეთესი რა უნდა ინატრო, თუ ადეკვატურობის ჩვენება გსურს, მაგრამ მაინც ...

 

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


 

 

 

big_banner
არქივი