logo_geo
გიორგი კალანდია: დიახ! ქართველი ხალხი ყოველთვის კაცობრიობის მოწინავე იდეების ერთგული იყო
- +

27 ოქტომბერი. 2020. 18:54

 

 

„ხელოვნების სასახლის“ დირექტორი გიორგი კალანდია, 12-ტომეულის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ პირველი ტომის გამოსვლის წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ყველას დიდი მადლობა იმ  კეთილი სიტყვებისა და სურვილებისათვის, რომელიც ჩემს მომავალ მრავალტომეულს უსურვეთ! სერია „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ 12 ტომისაგან შედგება, თითო ტომში 150-დან 200-მდე გვერდია, უხვადაა ილუსტრირებული, გაფორმებულია სხვადასხვა მუზეუმებსა და არქივებში მოპოვებული უნიკალური დოკუმენტებით. ამ წიგნს 10 წელზე მეტ ხანს ვწერდი (წერა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დავიწყე), უფრო დიდხანს ვაგროვებდი მასალას. წიგნი ეყრდნობა დიდი ქართველი მეცნიერების (ძველი და თანამედროვე) შრომებსა და კვლებს, ჩვენებურებთან ჩემი ტელექსპედიციის ანგარიშებს, ხელოვნების სასახლეში და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში დაცულ მასალებს! „ქართველები“ დავწერე იმიტომ რომ მეთქვა, დიახ, „ქართველი ხალხი ყოველთვის ერთგული იყო კაცობრიობის მოწინავე იდეებისა და, ძნელბედობის მიუხედავად, ყველა ეპოქაში წარუშლელ კვალს ტოვებდა მსოფლიოს ისტორიაში“! როგორ გამომივიდა ეს საპატიო მისია თავად შეაფასეთ, პირველი ტომი 16 ნოემბერს გამოვა... განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ალექსანდრე მიქაბერიძეს, ლუიზიანის უნივერსიტეტის პროფესორს, გამორჩეულ ქართველ ისტორიკოსს, ამ წიგნის სამეცნიერო კონსულტანტს ალექსანდრე მიქაბერიძეს, წიგნს ვერასოდეს მივიყვანდი ბოლომდე, რომ არა რედაქტორის მაია ალუდაურის და წიგნის დიზაინერის ნესტან მაღალაშვილის თავდადებული შრომა. ვამაყობ იმით, რომ წიგნს ჰყავს თავისი მხატვრები. მათ ამ გამოცემისთვის საგანგებოდ შექმნეს ილუსტრაციები - კახაბერ თოფჩიშვილი, არტემ ანთანოს,  თორნიკე ტყემალაძე, ომო გეთი, მარინა ივანიშვილი. მადლობა მათ ამისათვის! მაშ ასე, პირველი ტომი სულ მალე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოჩნდება, პირველ ტომში იხილავთ ქართველების განსაკუთრებულ წვლილს საფრანგეთის, ინგლისის და ბულგარეთის ისტორიაში“, - წერს გიორგი კალანდია.

 

big_banner
არქივი