logo_geo
ედიშერ გვენეტაძე: მართლაც დიდი ერისკაცია ბიძინა ივანიშვილი!
- +

28 ოქტომბერი. 2020. 11:25

 

 

„ვისაც რა გნებავთ, ის იფიქრეთ, მაგრამ  ჩემი გადასახედიდან, მართლაც დიდი ერისკაცია  ბიძინა ივანიშვილი!“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„წარმოიდგინეთ მის გვერდით და ზურგსუკან ამდენი მოღალატე, ამდენი ორპირი,  ამდენი ცრუ, ამდენი არაკაცი, ამდენი გამყიდველი, ამდენი მხოლოდ ფულს მიშტერებული....

 

ზოგიერთს ჩამოვთვლი:

  1. გიორგი მარგველაშვილი; 2. არმაზ ახვლედიანი; 3. გუბაზ სანიკიძე; 4. ბუბა კიკაბიძე; 5. დავით ზურაბიშვილი; 6. დავით ბერძენიშვილი; 7. თამარ კორძაია; 8. ბუკა პეტრიაშვილი; 9. ლევან კობერიძე; 10. სოსო ჯაჭვლიანი... გავაგრძელოოოოო?

 

იმავდროულად, ბევრი განაწყენებული მხოლოდ იმით, რატომ მე არ შემახვედრა არაფერი ჩემი ჯიბისათვისო!

 

ზოგიერთი ნაძირალა შურით აღვსებული, რატომ ამდენ უამრავ  კარგს აკეთებს საქართველოსათვისო და რომ მისცე ნება ამ სუბიექტებს, ქვეყნისათვის დამაშვრალ მამულიშვილს თვალისდაუხამხამებლად მოსჭრიან მარჯვენას!

 

და მაინც იღვაწო ისე, თითქოსდა არაფერი არ ხდება!

 

ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტად დიდ ადამიანებს შეუძლიათ!

 

და ესეც იცოდეთ, მართლაც პროვინციალებო!

 

ასეთი ადამიანების უმეტესობა ქვეყნის განაპირა მხარეებში იბადება და არა დედაქალაქების ასფალტებზე!“ - წერს გვენეტაძე.

 

 

big_banner
არქივი