logo_geo
კობა ჭუმბურიძე: ჯვარი გწერია, ელო-ჯან, მერე რა, რომ „კაგებეს“ ბუნაგში ხარ გამოზრდილი
- +

28 ოქტომბერი. 2020. 11:50

 

 

პოეტი, მწერალი და მხატვარი კობა ჭუმბურიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის  ელენე ხოშტარიას ფოტოს აქვეყნებს და წერს:

 

„ამას რო დავხედე, ჩვეულებისამებრ ჯერ წითლად ნაწერი წავიკითხე და აღმომხდა - ჯვარი გწერია, ელო-ჯან, მერე რა, რომ კაგებეს ბუნაგში ხარ გამოზრდილი...“

 

ინფორმაციისთვის, ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ რეგიონებში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა: - „პირობას ვდებ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძოდა თავისი ჯანმრთელობის ფასად, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოში აღარ იქნება ერთპარტიული და თავგასული მმართველობა“.

 

 

 

 

big_banner
არქივი