logo_geo
ირმა ინაშვილი: ნუ ჩაუგდებ მწამებლებს ხელში ჩვენი შვილების მომავალს
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:30

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარტიის მხარდამჭერებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიმართავს.

 

„ჩვენს მხარდამჭერებს:

 

მიხარია, რომ მხნედ ხართ! ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ მიბრძანდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ  ჩვენი პარტიისა და კანდიდატებისადმი თქვენი  მხარდაჭერა!

 

ჩვენი ამოცანაა, რომ საარჩევნო უბნებზე ვიყოთ ბევრნი, ძალიან ბევრნი, რათა ვერავინ მოახერხოს თავისი ბოროტი ზრახვების განხორციელება! და ვერავინ მოგვახვიოს თავს ვითომ 12, თუ 19%-იანი „ნაცმოძრაობა“, რომლის რეიტინგიც სინამდვილეში 3%-ს ვერ წვდება!

 

და თუ ჩვენი ყველა მხარდამჭერი მივა არჩევნებზე, გარწმუნებთ, მოვერევით!

 

გარწმუნებთ, აუცილებლად დავამარცხებთ ამდენ ტყუილს, ცინიზმს, პოლიტიკურ იმიტაციას, რომ თითქოს მწამებელთა 2,5%-იან პარტიას 2,5%-ზე მეტი რეიტინგი აქვს.

 

ჩვენ დავამარცხებთ ვერაგობას, ყალბი პროცენტებით მანიპულირებას, ვაჩვენებთ იგივე შედეგს, რაც უკვე დავდეთ 900 000-იან აუდიოარჩევნებში.

 

და ამ შედეგის მიხედვით,  ქართველი ხალხის არჩევანი არაა მწამებელთა პარტია. ჩვენ, სწორედ ჩვენ ვიმარჯვებთ,   თქვენ და ჩვენ ერთად!

 

ყველა, ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე: პენსიონერი, დიასახლისი, სტუდენტი, ექიმი, პედაგოგი, მძღოლი, მშენებელი, ხელოვანი  მეცნიერი, ფერმერი.

 

ნუ ჩაუგდებ მწამებლებს ხელში ჩვენი შვილების მომავალს.

 

ნუ ჩაუგდებ ხელში ჩვენი შვილების მომავალს არასწორ, არამართალ ხალხს.

 

ისიც გაიხსენე, ვინ არ დასაჯა ეს მწამებლები და ვინ ცდილობს მათ გაქაჩვას 2012 წლიდან დღემდე, არც ამ ხალხს ენდო, თორემ სულ ამ დღეში იქნება ქვეყან.

 

მჯერა თქვენი გონიერების. ვიცი, ზუსტად ისე ფიქრობთ, როგორც მე და როგორც ჩვენ. მაშინ ვიმოქმედოთ, ვაჩვენოთ 31 ოქტომბერს, რომ ძალიან ბევრნი ვართ!

 

პატრიოტების გამარჯვების დროა და ნუ გაუშვებ ხელიდან დიდი შრომით, ბრძოლით, თავგანწირვით მოპოვებულ ამ შედეგს.

 

ღმერთია ჩვენთან!“ - წერს ინაშვილი.

big_banner
არქივი