logo_geo
ლევან შიხიაშვილი: მამამ დილაუთენია ფოტოგრაფი გააღვიძა, რომ თვეების პირმშოსთან ერთად სამახსოვრო სურათი გადაეღო და მერე სოხუმში გაფრინდა...
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:38

 

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი შიხიაშვილის შვილი ლევან შიხიაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„პოლიტიკა რომ თეთრი ხელთათმანებით არ კეთდება, საქვეყნოდ ცნობილი ფრაზაა!!!

 

ძალაუფლება რომ ყველაზე მაცდური ვნებაა, ისტორიულად ცნობილია.

 

ერთეული ადამიანების ამბიციებს მილიონობით ადამიანი ეწირებოდა და შეეწირება...

 

ალბათ, ესეც ბუნებრივი კანონზომიერებაა და ამასაც ვერ შევცვლით, ვიდრე კაცთა მოდგმა იარსებებს.

 

ყველა ოჯახს თავის წილი ბედნიერება, წარმატება, იმედგაცრუება და ტკივილი აქვს.

 

ყველა ოჯახს თავისი საიდუმლო წესები და ხელიხელსაგოგმანები ტრადიციები აქვს, რომელიც უთქმელად გადადის მამიდან შვილზე და ბაბუიდან შვილიშვილზე. მიუხედავად მამაშვილური აზრთა ჭიდილისა, რაღაცა განხილვის გარეშე, ბეჭედივით დაგვესმება ხოლმე გულზე და ამას ვერც დრო და ვერც პროგრესი ვერ შეცვლის!!!

 

ეს ამბავი კი ახალგაზრდა იდეალისტი კაცისაა, რომელმაც დილის 5 საათზე მოსკოვის გამზირზე ფოტოგრაფი გააღვიძა. გაბრაზებული სახით თავის თვეების პირმშოსთან სურათი გადაიღო, და იმ ღამეს სოხუმში გაფრინდა!!!

 

სურათი დაუტოვა თავის შვილს, ვაიდა ვეღარ ჩამოსულიყო!!!

 

ჰოდა, ამიტომ მჯერა!!!

 

ჰოდა, ამიტომ მწამს!!!

 

იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს ეს პატარა საიდუმლო ჰქონდა!!!

 

წარმატებები, მამა, ირაკლი შიხიაშვილი.

კიდევ ბევრი საქმე გაქვს წინ ჩვენი სამშობლოს და ღმერთის სადიდებლად!!!“ - წერს ლევან შიხიაშვილი.

 

big_banner
არქივი