logo_geo
ბონდო მძინარაშვილი მურთაზ ზოდელავას განცხადებაზე: ცინიზმია, როცა ამას ამბობს სააკაშვილის მთავარი პროკურორი!
- +

29 ოქტომბერი. 2020. 11:44

 

„ცინიზმია, როცა ამას ამბობს სააკაშვილის მთავარი პროკურორი!“, - ასე ეხმაურება  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მურთაზ ზოდელავას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი იყო.

 

ზოდელავამ ამ განცხადებით თავის მხრივ უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ „აიპიემისთვის“ დაკვეთილი კვლევა, სადაც ერთ-ერთ პასუხად მოქალაქეებს შეიარაღებული ძალის გამოყენებას სთავაზობენ, ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს.

 

big_banner
არქივი