logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: ლევან თაქთაქიშვილი არის ჩვენს სიაშიო, მე ვუთხარი, რომ ის სხვაა და ის მოკალით-მეთქი...
- +

29 ოქტომბერი. 2020. 12:48

 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს ლევან თაქთაქიშვილს პოლიტიკური შინაარსის პლაკატების კოლექცია ჰქონდა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 5 წლის წინ კოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა.

თაქთაქიშვილი ერთ-ერთი პლაკატის მოპოვების ისტორიას იხსენებს.

 

„ეს პლაკატი იყო გაკრული იმელის ბოძზე პროსპექტის მხარეს ფასადზე. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც შემორჩენილი იყო დაუზიანებელი ცალები. მოვხსენი ჩემი კოლექციისათვის. მაშინ სტუდენტი ვიყავი. დამაკავა იმელის დაცვამ. შემიყვანეს მარცხნიდან პირველ სართულზე. 1 საათი მკითხავდნენ. სად ვსწავლობდი, რატომ ჩამოვხსენი. მშობლები ჩეჩნეთში არიან წასულებიო, არადა, აქ იყვნენ. ლევან თაქთაქიშვილი არის ჩვენს სიაშიო. მე ვუთხარი, რომ ის სხვაა და ის მოკალით-მეთქი. რაო? მოკალითო? ასე არ მითქვამს-მეთქი, ეხლა თქვიო, მივხვდი, რომ კაი შარი ავიკიდე. ერთმა უთხრა მეორეს, გაუშვი, ვერ ხედავ, რომ ზვიადისტიაო. წადიო, მე ვთხოვე, პლაკატი გამატანეთ-მეთქი. ნახე, რა ნაგლიაო, კოლექცია მაქვს პლაკატების-მეთქი. წაიღეო. რამდენიმე წლის მერე ქუჩაში შემხვდა ეს კაცი. მიცნო. არაფერი მითქვამს, მარტო მივესალმე. ისიც მომესალმა. ასე იყო. ჩემი პლაკატების მთელი კოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადავეცი, პოლიტიკური პლაკატის გამოფენა რომ გაკეთდა 5 წლის წინ. ჩემი მეუღლე სიხარულით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას“, - წერს თაქთაქიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი