logo_geo
ირმა ინაშვილი: გამოვფხიზლდეთ! ამ არხეინმა განწყობამ „გააბლატავა“ პატიმრების მწამებლები და გამაუპატიურებლები!
- +

29 ოქტომბერი. 2020. 12:50

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში დებს ინფორმაციას, რომელიც „ნაცმოძრაობის“ წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების შესახებ საერთაშორისო რეაგირებას ეხება და წერს:

 

„2012 წლის 20-21 სექტემბერი! საერთაშორისო რეზონანსი  საქართველოში პატიმართა წამების ფაქტებზე!

 

და ერთიც: გამოვფხიზლდეთ ყველა, ვინც ჯერ ამნეზიას არ შევუწუხებივართ. რაღაცა არხეინ განწყობას ვამჩნევ და ამის ნაცვლად, კარგი იქნება, ყველამ გავაზიაროთ თითო ფაქტი, რა ხდებოდა ქართულ ციხეებშიც და სამეგრელოს ტყეებშიც!  ამ არხეინმა განწყობამ გააბლატავა პატიმრების მწამებლები და გამაუპატიურებლები. „ქართულ ოცნებაზე“ აღარაფერს ვამბობ... ასე იცის, დამნაშავეებისთვის არარსებული 12-19%-ის დაწერის მცდელობამ. არ დაგაღუპინებთ ამ ქვეყანას, ციხის კადრები არაა ის თემა, რომელსაც ოდესმე ვინმე ან წაშლის და ან გადაფარავს. არაა ეს თემა მანიაკების საბურთაო თემა. ეს ათასობით ქართველისთვის პირადი ტრაგედია იყო... და ვხვდები, რატომ გეწვით ბოროტი კუდი 8 წლის შემდეგ, ვერ გაირეცხეთ! სამაგიეროდ, სამუდამოდ ჩაგრეცხავთ ქართველი ხალხი. თუ, რა თქმა უნდა, არხეინი განწყობიდან სამართლიან შეტევაზე გადავალთ“, - წერს ირმა ინაშვილი.

https://civil.ge/ka/archives/150868?fbclid=IwAR2e4eGCy3f_PpNV806LOMpRFsQzNQqExcgqefMkBMy5KWPkwjYtvlIe2iw

(ლინკი)

big_banner
არქივი