logo_geo
დავით ოქიტაშვილი: ქართველ ხალხს უნიკალური შანსი ახლა გვაქვს, რომ საბოლოოდ მოვიშოროთ ეს მწამებელი მოღალატეები
- +

29 ოქტომბერი. 2020. 14:48

 

 

„ესაა მთავარი ოპოზიციური ძალა?! ქორწილია თუ ქელეხი?! ვინ უწერთ ამ 2-პროცენტიანებს 22%-ს და „პატრიოტთა ალიანსს“ 4%-ს?. შეადარეთ პირველი სურათი ნაც-ჯალათ მწამებლების აქცია დღეს მერიასთან, სადაც დადგეს მაქსიმუმ 5000 სკამი (და მაქსიმუმ შეგროვდნენ 7 ათასი და ბაზრობებიდან დარიგებული ფულით მიყვანილი ხალხის ჩათვლით) და პატრიოტების აქცია ამავე მოედანზე 3 ოქტომბერს 35 000 ათასი კაცით“, - ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„თქვენ ხომ არ უპიპინებთ მართლა?! ქართველი ამომრჩეველი კარგად ხედავს, რასთან გვაქვს საქმე. 31 ოქტომბერს ერთად დავამთავრებთ ამ მწამებლებს და ჩვენი სამშობლოს მტრებსა და მოღალატეებს. ვინც ფიქრობთ კიდე, რომ ეს მწამებლები უნდა გადაარჩინოთ, მომავალი თაობა ამას არასოდეს გაპატიებთ. ახლა გვაქვს ქართველ ხალხს უნიკალური შანსი საბოლოოდ მოვიშოროთ ეს მწამებელ მოღალატეები!!! წერტილი“, - წერს ოქიტაშვილი.

 

big_banner
არქივი