logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: მთავარ აქციაზე ფონოგრამა სწორად ვერ ჩართეს და ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია
- +

30 ოქტომბერი. 2020. 14:09

 

 

„არ შეიძლება მართვის პულტთან მათი მიშვება ძალიან მკაცრი კონტროლის გარეშე“, - ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობა“-„ძალა ერთობაშიას“ სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის რუსულად სიმღერას.

 

„ბუბა კიკაბიძის პატრიოტიზმში ეჭვი არავის ეპარება - დამშვიდდით.

 

იმ ძალის უნარებს და შესაძლებლობებს აღვწერთ მხოლოდ, მთავარ აქციაზე ფონოგრამა რომ სწორად ვერ ჩართეს და ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია.

 

არ შეიძლება მართვის პულტთან მათი მიშვება ძალიან მკაცრი კონტროლის გარეშე.

 

ესაა და ეს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი