logo_geo
მაია კახიძე: ერთი რამ მინდა შევთავაზო დამპირებელს...
- +

31 ოქტომბერი. 2020. 23:07

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

ახლახანს გამოგვიცხადეს, 200 კვ.ტ. დენს და ამდენივე კუბ. ბუნებრივ აირს  ჩვენ გადავიხდით მთელი 4 თვეო.

 

კი ბატონო, კაი ამბავია, მაგრამ მე, მაგალითად, აპრილ-მაისში, მთელი ორი თვე, თან რომ არ ვიცოდი (ვერც იგებ, რამდენი დახარჯე, არც ქვითარი, არც შეტყობინება... მიხვალ ბანკში და გინდა თუ არა, ამდენი და ამდენია გადასახადიო... რაღას იზამ?!) და სულ რაღაც 2 ლარის სხვაობის გამო ერთად გადამახდევინეს ივნისში. გაქვს თუ არა ერთად გადახდის საშუალება, არავინ გეკითხება. გამოვიდა, რომ მხოლოდ ერთი თვის „შემარგეს“ მაშინ, იმ პანდემიისას.

 

ჰოდა, ახლა ერთი რამ მინდა შევთავაზო დამპირებელს:

 

ეს იგი, ამ 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) ჩვენს მიერ მოხმარებული 200 კვ.ტ დენიც და 200 კუბ. ბუნებრივი აირიც, გადაიხადეთ თქვენ, ხომ გვპირდებით?! და იმის ზემოთ რაც იქნება გადამეტება, 10-20 თუ 50 იმას ჩვენ გადავიხდით, მოსახლეობა“, - წერს მაია კახიძე.

 

big_banner
არქივი