logo_geo
ნანა გაგუა: აღნიშნული ფოტო საყოველთაოდ იქნა აღიარებული XIX საუკუნის ყველაზე მგრძნობიარე ფოტოდ
- +

31 მარტი. 2017. 01:11


 

ჟურნალიტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში ფოტოს და სტატუსს აქვეყნებს:

 

„აღნიშნული ფოტო საყოველთაოდ იქნა აღიარებული XIX საუკუნის ყველაზე უცნაურ, ყველაზე ლამაზ და ყველაზე მგრძნობიარე ფოტოდ. მასზე გამოსახულია ორი ადამიანი - მუსულმანური სარწმუნოების მქონე ბრმა - მუჰამედი და სხეულით სრულად პარალიზებული ჯუჯა ქრისტიანი -სამირი. ყოველ დილით მუჰამედი ზურგზე შემოისვამდა თავის ერთგულ მეგობარ სამირს და ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდა, რათა ამ დაუნდობელ სამყაროში რომელიმე კეთილი და ღვთისნიერი ადამიანისგან დაუმადლებელი ლუკმა-პური მიეღოთ. მუჰამედი და სამირი არა მხოლოდ მეგობრები, არამედ ერთმანეთის თვალები და ფეხებიც იყვნენ. როგორც ამბობენ, როდესაც სამირი გარდაიცვალა, მუჰამედი იმდენად დაუმწუხრებია მეგობრის სიკვდილს, რომ სამირის გარდაცვალებიდან სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში, საშინელი ჯავრისგან თავადაც გამოთხოვებია წუთისოფელს.

დრო მიდის, კადრები კი რჩება - Dro გმადლობთ ამ პოსტისთვის", - წერს გაგუა.

 

 

 

 

big_banner
არქივი