logo_geo
„თავისუფალი თეატრი“ 16 წლის გახდა
- +

31 მარტი. 2017. 11:18



„დღეს „თავისუფალი თეატრი" 16 წლის გახდა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „თავისუფალი თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი წერს და თეატრის კოლექტივს მადლობას უხდის.


„ამ დღეს დასის ერთი ნაწილი ჩემი ხელმძღვანელობით გასტროლზე ხვდება, მეორე ნაწილი კი მშობლიურ კედლებში ახალი პრემიერით. დღეს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა იმ ათასზე მეტ მსახიობს, ვინც ამ 16 წლის მანძილზე გამოვიდა ჩვენს სცენაზე, იმ ორმოცდაათზე მეტ რეჟისორს, ვინც ჩვენს თეატრში დადგა სპექტაკლი და, რაღა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა იმ მრავალათასიან მაყურებელს, რომელიც 16 წლის მანძილზე მუდამ იყო ჩვენთან და გვამხნევებდა თავისი სიყვარულით. „თეატრი, რომელიც სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს" ეს იყო ჩვენი დევიზი დღიდან დაარსებისა და ამ დევიზით გავაგრძელებთ კიდევ ერთი 100 წელი", - წერს ვარსიმაშვილი.




 

big_banner
არქივი