logo_geo
„პორნოფილმებს იღებდა და მერე ყიდდა“ - სოსო შატბერაშვილი მიხეილ სააკაშვილზე
- +

31 მარტი. 2017. 11:46



„მემარცხენე ალიანსის" ლიდერი სოსო შატბერაშვილი სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:

 

„ეგ პორნოფილმებს იღებდა და მერე ყიდდა. ერთ-ერთ მშობელს ნაცნობმა აყურებინა ქართველი გოგოების პორნოფილმი, სადაც მან საკუთარი შვილი ამოიცნო, ამას მოჰყვა საშინელი სკანდალი. ამის მერე ჩვენი მიშიკო კომკავშირიდან გარიცხეს. მერე ამასაც სათავისოდ იყენებდა - კომკავშირიდან ანტისაბჭოთა შეხედულებებისთვის გამრიცხესო. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება აეკრძალა, ამის მერე ოჯახმა იპოვა გამოსავალი! კაგებეშნიკმა ბიძამ სასაზღვრო ჯარებში გაამწესა, რათა იქ აღედგინათ კომკავშირში და მიეღოთ სკკპ რიგებში. აქ აღარ ჩამოესვლებოდა, ამიტომ აწ გარდაცვლილმა ზურაბ ღელეყვამ მოაწყო კიევის უნივერსიტეტში! მერე მიაბარეს ამერიკელ მილიარდერ კერკ კირკორიანს „აღსაზრდელად", იქიდან დაბრუნების შემდეგ კი, ყველამ კარგად ვიცით მისი ბიოგრაფია, ბათუმის სასტუმროში ფარული კადრების გადაღების ჩათვლით! მერე იყო საყოველთაო ბღავილი - „მიშა, მიშა" „ზურა, ზურა" „ნინო, ნინო" და შედეგი: ქვეყანა 3 ნაწილად დაიშალა(ჯერჯერობით)!" - წერს შატბერაშვილი.



 

big_banner
არქივი