logo_geo
გურამ შეროზია: ამხელა ბიჭი ვარ, რას აღარ ვეცი და ამათი მოსაწონი მაინც ვერაფერი გავაკეთე!
- +

31 მარტი. 2017. 12:04



ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„-22 წლის ასაკში პირველად გადავკვეთე საზღვარი ყირგიზეთისკენ და ბარემ ერაყში წათრეულიყო, უარესი ვერაფერი ნახაო?

 

- მერე უკრაინაში დამაფინანსეს და პოსტ სსრკ-ს ვერ გაცდა ეს უბედურიო;

 

- 23 წლისამ ბინა ვიყიდე პლეხანოვზე და უფრო ძველი უბანი ვერაფერი ნახა, თავზე ჩამოენგრევაო;

 

- მეგრელი გოგო მომწონდა და პროვინციელი პროვინციელს ეტანებაო;

 

- „კარენაია" შეყვარებული გავიჩინე და მომინდომა ამ სოფლელმა თბილისში ჩასიძება, არ უყვარს ალბათო;

 

- კარგად ვსწავლობდი და „აჩქარიკა შკოლნიკიაო";

 

- ოდნავ მოვუკელი რაღაც პერიოდი სწავლას და აი, დებილი ყოფილაო;

 

- ქართულ სტერეოტიპებზე ვიხუმრე და სოროსი აფინანსებს, ჩვენ რომ გაგვრყვნასო, საქართველო ვაქე-ვადიდე და ეტყობა, ევროპა არ უნახავს ამ ყანწიან „ღრუზინსო";

 

- ფლაერებს ვარიგებდი და პატრონი არ ჰყავს ამ საცოდავსო;

 

- ბანკში დავსაქმდი და ალბათ ფულებს ითვლის, ამას სწავლაზე კონცენტრირება არ ჯობიაო?

 

- მანქანა ვიყიდე და ამხელა ვირი „გოლფში" ოთხად მოკეცილი ზისო;

 

- ჯიპზე გადავჯექი და ქალაქში ჯიპი რად უნდა, პერო აქვს გარჭობილიო;

 

- ხალხი დავასაქმე და თავისი პრესტიჟისთვის აკეთებს, მერე რომ დაამადლოსო;

 

- მეორე ბინა ვიყიდე და ამდენი ფული საიდან აქვს ბლოგებით, ვიღაც მდიდართან წევსო;

 

- თავისუფალი სექსის და „ბოზობის" გასინონიმება გავაპროტესტე და ალბათ ბოზები არიან მთელი ჯიშიო...

 

მორალი: ამხელა ბიჭი ვარ, რას აღარ ვეცი და ამათი მოსაწონი მაინც ვერაფერი გავაკეთე!

 

ჰოდა, ნუღარ დავკარგავთ დროს ახსნა-განმარტებებში, შევინარჩუნოთ მოტივაცია მოწოდების სიმაღლეზე და ქიფ გოინგ! ეჰედ!" - წერს შეროზია.

 




 

big_banner
არქივი