logo_geo
„ვისაც აინტერესებს, როგორ მიმდინარეობს ხეების გადაზიდვის პროცესი“
- +

31 მარტი. 2017. 16:19


 


„ვისაც აინტერესებს, როგორ მიმდინარეობს ხეების გადაზიდვის პროცესი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღანელი გიორგი უძილაური წერს და შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:


„გარდა 2016 წელს შერჩეული რამდენიმე ხისა, კერძო და იურიდიული პირებიდან შემოდის ბევრი წინადადება ხის გაყიდვის სურვილით. ნაწილს სურს ხის გაყიდვა, ნაწილი მის კუთვნილ ტერიტორიაზე ახორციელებს ამა თუ იმ პროექტს და აწყობს ხის გაყიდვა მის მოჭრას. სპეციალური ჯგუფები სწავლობენ ხეს, თუ რამდენად საინტერესოა ის დენდროპარკისთვის, შემდეგ მიმდინარეობს მისი ადგილმდებარეობის შესწავლა, სპეციალისტები, მათ შორის ევროპიდან და ამერიკიდან, სწავლობენ ხის და მისი ფესვების სპეციფიკას, შემდეგ ხდება ტრანსპორტირების შესაძლებლობის გამოთვლა, შემდეგ ხელშეკრულების იურიდიული გაფორმება, შემდეგ იწყება მოსამზადებელი სამუშაოები. საწყის ეტაპზე ტერიტორიას ნახულობენ აგრონომი და არქეოლოგი, შემდეგ იწყება ნიადაგის მოჭრა და ფესვების შეფუთვა, რასაც მოსდევს სარტყელის („ქოთანი") მონტაჟი და ფესვების მორწყვა, შემდეგ მზადდება გზა მტვირთავებისთვის, ტრანსპორტირებაზე მუშაობენ ძირითადად უცხოელები. როცა ხე ტრანსპორტზეა, ხდება მისი გამაგრება და ტრანსპორტირების დაწყება, გზაზე ხის ტოტები შეიძლება გამოედოს სხვა ხეების ტოტებს და ზოგჯერ ხდება მათი გასხვლა (რაც ასევე უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშაა). ყოფილა შემთხვევები, როცა გზაში დაზიანებულა განათების ბოძი ან ინფრასტრუქტურის სხვა ნაწილი, თუმცა რამდენიმე საათში ეს პრობლემები გვარდება და დაუყოვნებლივ ხდება დაზიანებულის აღდგენა. შემდეგ ხე მიდის დროებით პირსამდე და ელოდება ბარჟას და შესაბამის ამინდს. ხე გადადის ბარჟაზე და ბარჟით მიდის დენდროპარკის პირსამდე. გურიაში ბარჟა საჭირო არაა და ხე უბრალოდ გზაზე მოძრაობს.

 

რაც შეეხება ნიადაგს, რომელიც რჩება ხის გადატანის შემდგომ. პროცესში ჩართული ყველა კომპანიის ხელშეკრულებაში გაწერილია ნიადაგის აღდგენის და ინფრასტრუქტურის გამართვის ვალდებულება, რაც ასევე მოხდება აგრონომის მეთვალყურეობით. აღდგენილ საფარზე ზოგან, სადაც შესაძლებელია, დაირგვება ხეები (თუ რასაკვირველია, ეს მიწის მესაკუთრეების სურვილი იქნება).

 

ყველგან, სადაც ტექნიკის ჩარევა ხდება, ტერიტორიები, რასკვირველია, აღდგება და ამ თემაზე სპეკულირება ნაცების მხრიდან მხოლოდ უსაქმური ნაცარქექიაობაა. თუ საუბარია ზღვის სანაპიროს დაზიანებულ ჯებირზე, რა თქმა უნდა, ჯებირიც აღდგება და იქნება ბევრად ხარისხიანი, ვიდრე ადრე. რაც შეეხება ხეების გადაბელვას, რასაც ნაცები გაჩეხვად ნათლავენ, გადაბელვა გაზაფხულზე ხეებისთვის ბევრად უკეთესია და ეს ცნობილია ნებისმიერი ბოტანიკოსისთვის.

 

ცალკე თემაა დენდროპარკის მშენებლობის სოციალური ეფექტი. უამრავი ადამიანი იღებს სარგებელს არა მხოლოდ ხეების გაყიდვით, არამედ ხეების გადარგვის პროცესში ჩართულობითაც. ასეულობით ადამიანია ჩართული ამ სამუშაოებში აჭარის და გურიის სხვადასხვა ლოკაციაზე, ის ხალხი ადგილობრივია და ხელფასებს იღებენ. გარდა ამისა, დენდროპარკის მშენებლობის პროცესში გაჩნდა ახალი, ბეტონიზებული გზები სოფლებში, რომლებშიც მხოლოდ გრუნტის გზა იყო, ეს კი მხოლოდ კომფორტი კი არა, ტერიტორიის ფასის მატებაცაა. მაგრამ ამ ყველაფერთან შედარებით, ყველაზე დიდი საქმეა პროცესის საინჟინრო ნაწილი, ქართველი ინჟინრები და სპეციალისტები დღეს ხეების გადაზიდვის ურთულეს პროცესში შესაძლოა ყველაზე ძლიერებიც იყვნენ, იმ ობიექტებზე მიღებული გამოცდილება კომპანიებისთვისაც და მუშებისთვისაც არის უდიდესი კვალიფიკაცია და შესაბამისად კაპიტალი. ამ პერიოდში რამდენიმე უცხოური კომპანიის ხელმძღვანელიც კი ჩამოვიდა გამოცდილების მისაღებად ქართველებისგან. ამ მასშტაბის ხეების გადატანა მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა. ამ სფეროში გინესის რეკორდის მფლობელია ერთ-ერთი ამერიკული კომპანია, რომელმაც გადაიტანა 460-ტონიანი მუხის ხე, მაშინ როცა დენდროპარკში უკვე გადატანილია 650, 800 და 1000 ტონიანი ხეებიც. ვისი ბრალია, რომ ეს უცნობია გინესისთვის? ეტყობა ჩემი... გინესის რეკორდის სიგელის მიუხედავად, უნიკალური საინჟინრო პროცესი მიდის და მტრების ყმუილის მიუხედავად დენდროპარკი მაინც აშენდება!" - წერს უძილაური.



Description: Image may contain: one or more people, sky, tree, outdoor and nature


Description: Image may contain: sky and outdoor


Description: Image may contain: one or more people, people standing, tree, shoes, outdoor and nature


Description: Image may contain: tree, sky, outdoor and nature


Description: Image may contain: sky, tree, cloud, outdoor and nature


Description: Image may contain: tree, outdoor and nature





 

big_banner
არქივი