logo_geo
რეანიმატოლოგი ინეზა სულამანიძე: ინფიცირების შემთხვევები გადასცდა ყველა მოსალოდნელ ციფრს - პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა კარგს არაფერს მოიტანს
- +

8 ნოემბერი. 2020. 22:00

 

„მომკალით და არანაირად არ მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის მოცემულობაში ეს პროტესტის სწორი ფორმა იყოს…ეს კარგს არაფერს მოიტანს… გაფიქრებაც კი მზარავს… „, - ამის შესახებ რეანიმატოლოგი ინეზა სულამანიძე სოციალურ ქსელში წერს, რიტაც ეხმაურება რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების დღევანდელ აქციას.

მისი შეფასებით, იმ ფონზე, როცა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გადასცდა ყველა მოსალოდნელ ციფრს, ქვეყანაში პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა სწორი არ არის.

 

„მე 9 აპრილის თაობას მივეკუთვნები და ასეთი ფოტოები ყოველთვის სისხლს მიჩქროლებს, მაგრამ დღეს ეს შემთხვევა არ არის. ვინც მიცნობთ იცით, რომ, საერთოდ, ვიკავებ თავს ყოველგვარი განცხადებების გაკეთებისგან, მაგრამ ახლა მგონი, ის დროა, როცა პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ.

 

მეტი რაღა უნდა დაგვემართოს? – პერსონალი ავად არის, ინფიცირების შემთხვევები გადასცდა ყველა მოსალოდნელ ციფრს, ვფიქრობთ პენსიონერი ექიმები და სტუდენტები შემოვიყვანოთ ბრძოლის ველზე… მეტი რაღა უნდა დაგვემართოს?.. არ მჯერა, რომ დღეს, ამ მდგომარეობაში, ამ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფორმით უნდა მოხდეს პროტესტის გამოხატვა…მეტი რაღა უნდა დაგვემართოს?.. ეს საქართველოა!!! ყველამ ვიცით ჩვენი ქვეყნის რესურსი ჯანდაცვაშიც, ეკონომიკაშიც… ეხლა უკვე – ინტელექტშიც…

 

მაპატიეთ, თუ ვინმეს პოლიტიკურ რწმენას ცუდად შევეხე – კოვიდი მაქვს და ეტყობა ამერია რამსები… მაგრამ…მომკალით და არანაირად არ მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის მოცემულობაში ეს პროტესტის სწორი ფორმა იყოს…ეს კარგს არაფერს მოიტანს… გაფიქრებაც კი მზარავს… ღმერთმა დაიფაროს და დალოცოს საქართველო“, – წერს ინეზა სულამანიძე.

 

 

big_banner
არქივი