logo_geo
მირიან ყარაულაშვილი: ადექით და აამუშავეთ ეგ თქვენი პრესცენტრები და პიარჯგუფები!
- +

9 ნოემბერი. 2020. 00:24

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და წერს:

 

„მე უკვე მიჩნდება პრეტენზია და პროტესტი „ქართული ოცნებიდან" პარლამენტში უკვე პირველი ტურის შედეგებით არჩეულ მომავალ დეპუტატებთან:

 

- თქვე კაი ხალხო, 60-ზე მეტი ადამიანი ხართ უკვე არჩეული მხოლოდ პარტიული სიით პარლამენტის მომავალ წევრებად;

 

თითოეულ თქვენთაგანს გყავთ რამდენიმე ჯგუფი, რომელიც თქვენი პიარით იყო დაკავებული საარჩევნო კომპანიის დროს!

 

უმეტესობას ოფიციალური პრესცენტრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გყავთ-ზოგი ბიუჯეტიდან და ზოგიც თქვენი კომპანიებიდან დაფინანსებულნი!!!

 

ეს დღეებია "ქართული ოცნების" პოზიციებს იცავს საჯაროდ და ოფიციალური არხებითაც "ოცნების" ლიდერშიფის სულ ოთხი-ხუთი წარმომადგენელი!!!

 

ყველა დანარჩენი შეყუჟულნი ხართ სადღაც კაბინეტებსა და ბინებში და უყურებთ შორიდან ამ უთანასწორო ბრძოლას „ნაცნაძირალებთან!!!“

 

- ბიჯო, ადექით და აამუშავეთ ეგ თქვენი პრესცენტრები და პიარჯგუფები, დადექით თქვენსავე ტრიბუნებთან, გააკეთეთ თქვენი მიმართების ვიდეო-ლაივები და ვიდეოჩანაწერები და გაავრცელებინეთ თქვენს თანამშრომელბს მთელს დუნიაზე გასავრცელებლად!!!

 

ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც თვითოეული თქვენგანი უნდა აკეთებდეს!!!

 

აბა, რისთვის აგირჩიეთ მაშ მაგ თანამდებობებზე???

 

დაიცავით თავიც და დაგვიცავით ჩვენც ამ ნაძირლებისგან კაცო!!!

 

თუ ეს მოქმედებები გიტყდებათ, ან უკვე ახლავე განაცხადეთ, რომ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ-რომ ვიცოდეთ, ვინ ავირჩიეთ, ან არადა დაუყოვნებლად დაიწყეთ მოქმედება და მიაწოდეთ ინფრომაცია რეალურ დროში ყველას, ვისთანაც ხმა მიგიწვდებათ - საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც!!!

 

ჯერ ამ მიმართვით დავკმაყოფილდები; თუ უახლოეს მომავალში არ ექნება გამოხმაურება და ეფექტი ამ განცხადებას, მაშინ გადავალ უკვე სახელობით დასახელებაზე თითეული თქვენგანისა!!!

 

"მოყვარეს პირში უძრახეო!"- ჰქვა ამას!!!

 

პ.ს. : მსურველებს შეგიძლიათ გააზიაროთ უკითხავად.

 

დიდი მადლობა!!!“ - წერს მირიან ყარაულაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი