logo_geo
გიორგი კეკელიძე: მხოლოდ ეს თამაში კი არა, მთელი წარსული და მომავლის დიდი ნაწილი წავაგეთ
- +

12 ნოემბერი. 2020. 23:11

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის დღევანდელს მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ის რომ წაგება და საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ძმები არიან, მით უფრო გადამწყვეტ წუთას ხდებიან ახლო ნათესავები - ახალი ამბავი ვერ არის. ნუ დავაბრალებთ მხოლოდ ფეხბურთელების ტრავმებს, ნურც ცარიელ სტადიონს. ფეხბურთის ნაკრები, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს, ასეთ მეორე ტაიმს არ უნდა გვაჩვენებდეს. არ მიყვარს წაგებულზე ნიშნის მოგებით საუბარი, უბრალოდ ახლა, მხოლოდ ეს თამაში კი არა, მთელი წარსული და მომავლის დიდი ნაწილი წავაგეთ“, - წერს კეკელიძე.

 

 

big_banner
არქივი